მსოფლიო
21 ნოემბერი ისტორიაში
2011-11-21 09:00:49
ჩამოტვირთვა
21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის დღე აღინიშნება. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1996 წელს მიიღო.
1694 წლის 21 ნოემბერს ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი ვოლტერი დაიბადა. რომლის ნამდვილი სახელი ფრანსუა მარი არუეა. სენსუალიზმის (sensualisme) მიმდევარი ვოლტერი უარყოფდა ყოველგვარ დოგრამტურ რელიგიურ ინსტიტუციას. თუმცა საერთოდრელიგიის წინააღმდეგი არ ყოფილა. რელიგია მას როგორც მასების მორჩილების საშუალება საზოგადოების არსებობსათვის აუცილებლად მიაჩნდა. ვოლტერი ასევე დაკავებული ყო ფილოსოფიური ზღაპრებისა და პიესების წერითაც. კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
21 ნოემბერს ასევე იუბილარია ცნობილი მომღერალი ბიორკი. ისლანდიური წარმოშობის მომღერალისა და კომპოზიტორის არქივში 7 სტუდიური სოლო-ალბომი, 2 საუნდტრეკი, 10-მდე კინოროლი და 15მდე სერიოზული ჯილდოა. ბიორკი დღეს 46 წლის გახდა.
რაც შეეხება 21 ნოემებრს მომხდარ სხვა ისტორიულ მოვლენებს. 1791 წელს ზუსტად ამ დღეს ნაპოლეონ ბონაპარტი გენერლად დააწინაურეს და საფრანგეთის რესპუბლიკის არმიის მეთაურად დანიშნეს. 2005 წელს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი 75 წლის შემდეგ პარიზიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
კომენტარები