1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსი ჟურნალისტი სამსახურიდან კოკოითის კრიტიკის გამო გაათავისუფლეს

ჩამოტვირთვა

რადიო "Голос России" ჟურნალისტი მაქსიმ შალიგინი სამსახურიდან კოკოითის კრიტიკის გამო გაანთავისუფლეს. თუმცა რადიოსადგურის გენერალური დირექტორი თანამშრომლობის შეწყვეტას ჟურნალისტის მიერ ედუარდ კოკოითის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას არ უკავშირებს. "პირველ რიგში, შალიგინი გათავისუფლებული არ ყოფილა, რამდენადაც იგი უშტატო კორესპონდენტი იყო და ხელშეკრულებით მუშაობდა. რაც შეეხება თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზებს, ეს შემოქმედებითი შეუმდგარობითა და საეჭვო გამოვლინებებით იყო განპირობებული. ეს არის რეალური მიზეზი. რა მოიგონა მან, მისი საქმეა", - განაცხადა რადიოსადგურის ხელმძღვანელმა ბისტრიცკიმ. ანალიტიკური პროგრამა "ექსპერტიზას" წამყვანი და ავტორი მაქსიმ შალიგინი სამსახურიდან 14 ნოემბერს გაათავისუფლეს. თავად ჟურნალისტი რადიოსადგურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას მის მიერ 13 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტისა და დე ფაქტო ხელისუფლებისადმი გაკეთებულ საჯარო მიმართვას უკავშირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები