1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვიკიპედია მომხმარებლებისგან ფულად დახმარებას ითხოვს

ჩამოტვირთვა

ვიკიპედია საკუთარ მომხმარებლებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს. ამ მიზნით ინტერნეტ ენციკლოპედიის დამფუძნებელმა ჯიმი უელსმა ინტერნეტ მიმართვა გაავრცელა. “კომერცია არ არის ცუდი. რეკლამირება არ არის ბოროტება. მაგრამ არა აქ. არა ვიკიპედიაში. როდესაც შევქმენი ვიკიპედია, მე შემეძლო მისი გადაქცევა მოგებაზე ორიენტირებულ ვებ-გვერდად gadameqcia , მრავალი სარეკლამო ბანერით, განცხადებით, შემოთავაზებით და ა.შ. მაგრამ მე გადავწყვიტე სხვა რამის გაკეთება. მრავალი წელი ჩვენ ვშრომობთ, რომ მინიმალური ხარჯებით შესანიშნავი საიტი შევქმნათ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მისიას, ხოლო სხვებმა ხარჯონ რამდენიც სურთ.  Google–ს გააჩნია 1,000,000 სერვერი და 24,000 თანამშრომელი.  Facebook–ს: 60,000 სერვერი და 2,000 თანამშრომელი.  Microsoft:–ს 220,000 სერვერი და 90,000 თანამშრომელი.  Yahoo–ს 50,000 სერვერი და 13,900 თანამშრომელი.  მაშინ როდესაც ვიკიპედიას მფლობელობაში მხოლოდ 370 სერვერი და 95 თანამშრომელი შედის. “ მიუხედავად ამისა ვიკიპედია არის მსოფლიოს ნომერ მეხუთე საიტი და ყოველდღე მას 420 მილიონი სხვადასხვა ადამიანი სტუმრობს - აცხადებს ვიკიპედიის დამფუძნებელი. უელსის განცხადებას თან ერთვის ახსნა–განმარრტება იმის შესახებ თუ სად წავა შემოწირულობიდან შემოსული თანხები. ვიკიპედიის ხელმძღვანელობის განმარტებით მოგროვილი თანხა ტექნოლოგიებსა და ადამიანურ რესურსებში დაიხარჯება. მათივე განცხადებით, ვიკიპედიას 100–ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავს რის გამოც შემოწირულობა გაცილებით უფრო ეფექტურად იხარჯება, ვიდრე უზარმაზარი შტატის მქონე ორგანიზაციებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები