2 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის პატრიარქი საბჭოთა კავშირის დაშლას ნანობს

ჩამოტვირთვა

რუსეთის პატრიარქი საბჭოთა კავშირის დაშლას ნანობს. საეკლესიო-სამეცნიერო ცენტრის სადამკვრვებლო და საზოგადოებრივი საბჭოების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიული რუსეთის ნგრევად შეაფასა. საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზად მან ეროვნული აზროვნების, სიმაყისა და ისტორიის აღქმის უნარის დაცემა დაასახელა და რუსეთის საზოგადოებას ღირსების ამაღლებისკენ მოუწოდა, რათა ისტორიაში არასდროს აღარ განმეორდეს ის, რაც 1990 წლების დასაწყისში მოხდა. პატრიარქი აღნიშნავს, რომ მმართველობით უკმაყოფილებამ და არასწორმა იდეოლოგიამ არ უნდა მისცეს სტიმული ხალხს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაანგრიონ, რადგან საბჭოთა კავშირის დროს ხალხი რეჟიმს უმიზნებდა, მაგრამ ისტორიული რუსეთი დაანგრია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები