1 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მის მსოფლიო 2011 ვენესუელას წარმომადგენელი გახდა

ჩამოტვირთვა

მის მსოფლიო 2011“-ის გამარჯვებული ვენესუელას წარმომადგენელი, 22 წლის ივიან ლუნასოლ სარკოს კოლმენარესი გახდა. მეორე და მესამე ადგილებზე კი ფილიპინელი და პუერტო-რიკოელი მონაწილეები გავიდნენ. რიგით 61-ე „მის მსოფლიოს“ კონკურსში, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, 113 ქვეყნის 122 კონკურსანტი მონაწილეობდა. ქართველი ჟანეტ ქერდიყოშვილი ჯილდოს გარეშე დარჩა, ფინალში სულ შვიდი გოგონა გავიდა. სილამაზის დედოფალს, ივიან ლუნასოლს პერსონალის მართვის სპეციალისტის დიპლომი აქვს. ამჟამად, ის ვენესუელას ტელერადიოკორპორაციაშია დასაქმებული. ლამაზმანი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა: მას 12 და-ძმა ჰყავს. როგორც კონკურსის ოფიციალურ საიტზეა მითითებული, ლათინოამერიკელი ლამაზმანი, ასევე, გატაცებულია ალპინიზმითა და ტურიზმით. მის მსოფლიოს კონკურსს პირდაპირ ეთერში მსოფლიოს 150 ქვეყანაში ადევნებდნენ თვალს. გასულ წელს „მის მსოფლიოს“ ტიტული ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს ხვდა წილად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები