1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქსენია სობჩაკი სცენაზე პატიებას დაჩოქილი ითხოვდა

ჩამოტვირთვა

"მის უკრაინა-2011"-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე მიწვეულმა ვარსკვლავებმა - მსახიობმა პერის ჰილტონმა და რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა კონკურსის შედეგები თავდაყირა დააყენეს. გოგონებმა ჯილდო კიეველ მარგარიტა გორბიკს გადასცეს, თუმცა სინამდვილეში უკრაინის ყველაზე ლამაზ გოგონად 19 წლის იაროსლავა კურიაჩა იყო არჩეული. საკუთარი დანაშაულის გამოსასყიდად, სკანდალურმა ტელეწამყვანმა განაწყენებულ იაროსლავას მუხლებზე დაუჩოქა. ქსენია სობჩაკმა ბოდიში მოუხადა მოდელს და მის კაბის კალთას ეამბორა. "მის უკრაინა-2011"-ის კონკურსზე კიდევ მოხდა ერთი ინციდენტი. უკრაინის ფემინისტური მოძრაობის - "ფემენის" ნახევრად შიშველი აქტივისტი პერის ჰილტონს თავს დაესხა. პრესკონფერენციაზე, როდესაც ჰილტონი სიტყვით გამოდიოდა, "ფემენის" აქტივისტმა პერისის თვალწინ ტანისამოსი შემოიხია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები