2 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯექსონის ექიმს განაჩენს დღეს გამოუტანენ

ჩამოტვირთვა

პოპ-ვარსკვლავ მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმის კონრად მიურეის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც მომღერლის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ადანაშაულებენ, სასამართლო მოსმენა დასრულდა. ლოს-ანჯელესის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაიკლ პასტორმა (Michael Pastor) ნაფიც მსაჯულებს მტკიცებულებების შეჯერება და მიურეისთვის ვერდიქტის გამოტანა დაავალა. კოლეგია საქმის საბოლოო განხილვას ადგილობრივი დროით, 4 ნოემბერს დილით დაიწყებს. მიურეის საქმეს თვენახევარია განიხილავენ. მიურეი მომღერლის მკვლელობის ბრალდებას უარყოფს. კარდიოლოგის დაცვის მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მაიკლ ჯექსონი სედატიურ პრეპარატ პროპოფოლზე დამოკიდებული გახდა და პრეპარატს ექიმისგან დამოუკიდებლად იკეთებდა. ბრალდების მხარის ვერსიით, ჯექსონი დამამშვიდებელი საშუალებებისა და პროპოფოლის დიდი დოზის ურთიერთქმედების შედეგად გარდაიცვალა, რომლის ინექციაც მომღერალს მიურეიმ გაუკეთა. 50 წლის მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში ახალი საკონცერტო პროგრამა "This Is It"-ის პრემიერამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები