2 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლინდსი ლოჰანს ციხეში აბრუნებენ

ჩამოტვირთვა

სკანდალურ ვარსკლავს 30 დღით კვლავ ციხეში ჩასვამენ. ლინდსი ლოჰანს სასჯელი განაჩენის შეუსრულებლობის გამო მიესაჯა. მსახიობმა პირნათლად არ შეასრულა საზოგადოებრივი საქმე, რომელიც ქალთა ცენტრში მუშაობას გულისხმობდა. გარდა ამისა, ლინდსიმ ფსიქოლოგთან დანიშნული 19 ვიზიტიდან 14 გააცდინა. გადაწყვეტილება ლოს-ანჯელესის მოსამართლე სტეფან საუთნერმა მიიღო. ლინდსიმ უარი განაცხადა პრობაციით დადგენილ პროცედურებზე და ახალ გადაწყვეტილებას გასაჩივრების გარეშე დათანხმდა. ლოჰანს ციხეში 9 ნოემბერს დააბრუნებენ. ხოლო 270 დღიანი პატიმრობიდან ვარსკლავს ფსიქოლოგთან 14 ვიზიტი და პროზექტურის დალაგება იხსნის. გარდა ამისა, ლინდსის კალიფორნიის დატოვების უფლება პრობაციის ოფიცრის ნებართვის გარეშე არ აქვს. "როგორც ვატყობ, თქვენ მკაცრი სტრუქტურა გჭირდებათ. თუ ამ ყველაფერს 29 მარტამდე შეასრულებთ, კანონთან პრობლემები აღარ გექნებათ", - განუცხადა მსახიობს მოსამართლემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები