მსოფლიო
ომარ შარიფმა თაყვანისმცემელს სილა გააწნა
2011-10-28 18:38:59
ჩამოტვირთვა
ცნობილი კინოვარსკვლავი, ომარ შარიფი, მორიგ სკანდალში გაეხვა. ლეგენდარულმა მსახიობმა ფოტოსესიის დროს თაყვანისმცემელს სილა გააწნა. ინცინდენტი დოჰაში, კრიბეკას კინოფესტივალზე მოხდა. როდესაც ომარ შარიფი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა, ის ჟურნალისტების წინ ფოტოების გადასაღებად გაჩერდა, თუმცა ამ დროისთვის მსახიობთან რამდენიმე თაყვანისმცემელი მივიდა და ფოტოსესიაში ჩაერთო. ფანების ასეთმა ქმედებამ კინოს ლეგენდა ისე გააღიზიანა, რომ მან ერთ–ერთ გოგონას სახეში სილა გააწნა. ომარ შარიფმა განმარტა, რომ თაყვანისმცემელი მუშაობაში ხელს უშლიდა, თუმცა მოგვიანებით დაზარალებულთან ფოტო საკუთარი სურვილით გადაიღო.
კომენტარები