2 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იულია ტიმოშენკოს შვილს ოჯახი ენგრევა

ჩამოტვირთვა

განქორწინება ხომ 21 ე საუკუნის მთავარი სენია - ამჯერად ეს სენი უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს ქალიშვილს შეეყარა. ევგენია ტიმოშენკო ქმარს, ბრიტანელ როკ-მუსიკოსს შონ კარს დაშორდა. ამჟამად ევგენიას მეუღლე ბრიტანეთში საკონცერტო ტურნეთი იმყოფება და უკრაინაში დაბრუნებას არ აპირებს. ევგენია და შონი 2005 წელს დაქორწინდნენ. წყვილმა ერთმანეთი შარმ-ელ-შეიხში დასვენების დროს გაიცნო. ბოლოს ისინი ერთად 24 აგვისტოს, იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესზე ნახეს. შონ კარი ევგენიასთან გაყრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ევგენია სამოდელო სააგენტო Faces-ის დირექტორია, მის მფლობელობაშია ასევე რესტორანი "პომიდორი" და კაფე "ოქროს თევზი". წყვილს შვილები არ ჰყავს. ევგენია ტიმოშენკო შარშან მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღით თბილისში, მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები