1 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია" - ანაკო ტურაშვილი

დათო ტურაშვილს გულზე კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. ქირურგიული ჩარევა მას ისრაელში ჩაუტარდა, ახლა კი რეაბილიტაციას გადის. ამის შესახებ ინფორმაციას მწერლის შვილი ანაკო ტურაშვილი ავრცელებს. 

"მეგობრებო, არანაირი კომენტარის გაკეთება აღარ გვინდოდა მე და ჩემს ოჯახს ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ისედაც უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან ჩვენი მდგომარეობა და ისედაც ძალიან შეგაწყინეთ თავი გასულ კვირებში დათოს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.

ქვეყანაში, სადაც ბავშვების წამლისთვის ფული ვერ გამოინახა, სადაც ყოველდღე ისეთ ამბავს იგებ, იმდენ უსამართლობას და პრობლემას ეჯახები, რომ შეიძლება გული გაგისკდეს, რთულია საკუთარზე დაიწყო ლაპარაკი, ამიტომ მართლა აღარ გვინდოდა დათოს ჯანმრთელობის შესახებ რამის თქმა.

მაგრამ რადგან ყველაფერი დასრულდა, ეს არის სამადლობელი პოსტი და აღარ შეგაწუხებთ.

დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია. ექიმმა, რომელმაც ჩვენდა ბედად, გამონახა დრო დათოს მდგომარეობის შესამოწმებლად, დათო გადაარჩინა. დეტალებს აღარ დავწერ, პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ და ისედაც გაოგნებულები დასცქეროდნენ დათოს და ეკითხებოდნენ საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო.

და ეს ყველაფერი ასე ბედნიერად არ ჩაივლიდა, რომ არა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა დათო ისრაელის კლინიკაში, იმ საოცარი ხალხის ხელში. ამიტომ დათოს მესამედ დაბადება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მას ჩვენი ოჯახისგან.

ვიცით რომ მას არ სურსდა, რომ ასე საჯაროდ გვეთქვა მადლობა, მაგრამ დათოს თხოვნით ვწერ ამ სამადლობელ პოსტს და თავს აღარ მოგაბეზრებთ მეტს  დათო რამდენიმე დღეში ჩამოვა, თუმცა გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება  ყველას უღრმესი მადლობა, უამრავი სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთის მთელი ამ დროის განმავლობაში,"- წერს ანაკო სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები