1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიკროავტობუსს ხაზზე გასვლა ეკრძალება

კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო ხაზზე გასვლა 70 მიკროავტობუსს აეკრძალა. ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ 20 ივლისიდან ზრდის მონიტორინგის ჯგუფებს კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში. ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება. მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად, ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს. ასევე მოგახსენებთ 19 ივლისის მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და 10 დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები