1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დადასტურდა, რომ პაპიძემ თავის არეში უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე და განზრახ გაგუდა შვილი

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

”სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ. ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ თავის არეში უროს რამდენჯერმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და ასევე განზრახ გაგუდა არასრულწლოვანი შვილი, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც ცხედრები ეზოში გაიტანა და შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო, რადგან საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ისტორიაში არ არსებობს ასე მოკლე დროში ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტი, რომლითაც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად იქნა ცნობილი დამნაშავედ.

2016 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გაიმართება მაგდა პაპიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სადაც სასამართლოს წარუდგენენ სასჯელის დამძიმების ან შემსუბუქების რეკომენდაციას. ბრალდების მხარემ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, გამოხატა თანხმობა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე, თუმცა დაცვის მხარემ აღნიშნულზე კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე და სასჯელს განსაზღვრავს მოსამართლე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომელიც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...