1 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,გადაურიცხავთ მაგ ფულს ბავშვს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, ან მივალთ პროკურატურამდე! "

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს,სადაც  ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ ეხმაურება. საქმე ეხება 16 წლის მიხეილ სხვიტარიძისთვის შეგროვებულ თანხას,რომელის დასახმარებლადაც საქართველოში უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ჩამოვიდა, თუმცა, როგორც ჟურნალისტი ამბობს ჯერ-ჯერობით ბავშვისთვის თანხა ორგანიზატორებს არ გადაურიცხიათ.

"ველაპარაკე ლუკას დედას, რომელმაც მიმართვა გაავრცელა, თითქოს მე დავპირდი და არ დავეხმარე მის შვილს.

მან მითხრა რომ ეს დაწერა ერთი მიზეზის გამო. მას "ვიღაცეებმა" უთხრეს, რომ თითქოს მე დავწერე პოსტი, რომ თანხა რომელიც უნდა გადარიცხულიყო მიხოსთვის, (შეგახსენებთ, სწორედ ამ ბავშვის დასახმარებლად ჩამოვიდა უკრაინელი მსახიობი ბონდარენკო და ორგანიზატორებმა, ხაზს ვუსვამ, ორგანიზატორებმა ფული ბავშვს ამ დრომდე არ ჩაურიცხეს) მის შვილზე დაიხარჯა. მაქვს აუდიო ჩანაწერი დედასთან საუბრის. ან ეს ტყუილი როგორ გაბედეთ, ან რას ხლართავთ რომ თავი გადაირჩინოთ! ასე რად გიღირთ ეგ 19.000 ლარი რომ ამდენ სისულელეს აკეთებთ?! მოკლედ, ბოლომდე ჩაგყვებით! გადაურიცხავთ მაგ ფულს ბავშვს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, ან მივალთ პროკურატურამდე! რაც არ უნდა ხლართოთ არ გიშველით!"-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები