1 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ასე გამოიყურება ორსართულიანი მატარებლის ვაგონი შიგნიდან

სულ მალე, "საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ორსართულიანი ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება.

ახალი მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისი- ბათუმის მიმართულებით ივლის. ის მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერდება.
Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში არის ლიფტები და სველი წერტილები.
"ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე", - ნათქვამი "საქართველოს რკინიგზი" ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები