1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსუდან გლურჯიძის ფილმი ოდესის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.
ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ.ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგება, სადაც ფილმი ასევე საკონკურსო პროგრამაში იღებს მონაწილეობას.
"სხვისი სახლი" საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.
ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი 2016 წლის 15-23 ივლისს ჩატარდება.შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ევროპული დოკუმენტური ფილმების კონკურსში კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, თომა ჩაგელიშვილის ფილმი "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" არის წარდგენილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები