1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"რუსთავი 2-ის" საგანგებო განცხადება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით-ეს განცხადება დღეს ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.  

„ის, რაც სასამართლოს კედლებში მიმდინარეობს არის სრული ფიქცია და რუსთავი 2-ის შტურმით აღების მცდელობა,"-განაცხადა გვარამიამ. 

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რუსთავი 2-ს მოსამართელთა კოლეგიის მიერ ტელევიზიის მესაკუთრეებთან დაკავშირებით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება ფოსტით გამოუგზავნა. კანონის თანახმად კი თავად მხარეა ვალდებული მივიდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში და ჩაიბაროს სასამართლოსგან განჩინება. 

"მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს, სასამართო გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ის თავად უნდა მივიდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით, ამის მიუხედავად დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც შედგება 71 გვერდისგან,  რომელიც როგორც აღმოჩნდა დაწერა 1 დღეში. ქალბატონო გუჯაბიძე მოგიწევთ მანტიის გახდა, რადგან სრულიად შეუძლებელია 12 დღეში 71 გვერდი დაგეწერათ თქვენი კვალიფიკაციის პატრონებს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს, მხოლოდ 2 გამონაკლისია-სოციალურად დაუცველი და პატიმარი. რეალური შედეგი ამისა ის არის, რომ ჩვენ სასამართლოს მცდელობით 18 დღე მოგვპარეს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადაც, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების დადგენა 54-ე მუხლზე, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და რომელიც არის ერთადერთი რასაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

ბრიფინგის შემდეგ ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. საუბრის თემა რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენებია. 

http://rustavi2.com/ka/news/50009

კომენტარები

მსგავსი სიახლეები