0 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,40 დღიანი შიმშილობა დასრულდა, უშედეგოდ..აგრესიული სიმსივნე ისევ იქაა და თუ არ შეჩერდა ...“

პოლიტიკოსსა და ეკონომისტი, გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალ სტატუსს აქვეყნებს: 

ჩემო ძვირფასებო, უმკაცრესი 40 დღიანი შიმშილობა დასრულდა, უშედეგოდ გუშინ გადავიღეთ სკანირება ტვინის, ველოდი სასწაულს, მაგრამ სამწუხაროდ სასწაული არ მოხდა, ბოდიშს გიხდით რომ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, ის აგრესიული სიმსივნე ისევ იქაა და თუ არ შეჩერდა ... თქვენ და მე ყველაფერი ვცადეთ, მეტი რაღა შეგვი ძლია, გარდა იმისა რომ ამერიკიდანგვაცნობეს ახალ სამედიცინოგარღვევაზე ამ ტიპის სიმსივნის დამარცხებაში და დოის დაკარგვის გარეშე სასწრაფო წასვლაა საჭირო და იმ კლინიკურ ექსპერიმენტში მონაწილეობა. წყალწაღებული ხავსს ე ჭიდებოდაო შეიძლება ისე მომდის მაგრამ სიკვდილთან დანებება ასე ნაადრევად მაინც არ მსურს, ამდენი სიყვარული არ მეთმობა ასე ადვილად. ყოველ წამს მოუფრთხილდით, ახლობლებს გულს ნუ ატკენთ. ბოდიში ყველას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები