1 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ქართველი ხალხი არის უფრო მაღლა მდგომი ვიდრე ეს გაუნათლებელი ჭორვილელი ოლიგარქი"

ზუგდიდის რაიონში მომხდარ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს შეურაცხყოფა.(ვიდეო იხილეთ ლინკზე- http://rustavi2.com/ka/news/47446)

“ის რაც მე ვიხილე ტელევიზიით ერთი ერთზე გაქვს და იმეორებს იმას, რასაც ასლან აბაშიძე აკეთებდა მისი მმართველობის ბოლო წლებში. ადგილობრივი პრო რუსი ფეოდალი, რომელიც ცდილობდა ძალადობით დაშინებით, ვიღაც ბანდიტების მეშვეობით შეეჩერებინა ხალხის ლტოლვა თავისი პოლიტიკური აზრის გამოხატვისკენ და ხელისუფლების შეცვლისკენ. ასლან აბაშიძემ წააგო ყველაფერი და იძულებული იყო გაქცეულიყო საქართველოდან. ასეთივე ბედი ეწევა ვინც განახორციელეს ეს ძალადობა. დღეს ივანიშვილი მოქმედებს ზუსტად ისევე როგორც ასლან აბაშიძე. ითვისებს ახალ-ახალ მიწებს, იღებს ახალ ქონებებს, მოქმედებს ისე როგორც მოქმედებდა ბოლო წლებში იანუკოვიჩი, რომელმაც მიითვისა კიევის ცენტრში მიწები, მოიწყო ახალ-ახალი ქონებები და ეყრდნობოდა ბანდიტების ჯგუფს, რომელიც უხეში ძალის გამოყენებით აშინებდნენ და ცდილობდნენ გაეჩუმებინათ ოპონენტები. ამაზე ვსაუბრობდი მე შარშან, როცა ვაფრთხილებდი ყველას, რომ რუსთავი 2-ის მოვლენების გარშემო ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელი იყო. ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია რათა თავისი მიტაცებული ქონება შეინარჩუნოს. ტყუილით მოპოვებული ძალაუფლება შეინარჩუნოს და საქართველო ჯიბეში ჩაიდოს. მაგრამ ის არ იცნობს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი არის უფრო ბევრად მაღლა მდგომი ვიდრე ეს გაუნათლებელი ჭორვილელი ოლიგარქი. ქართველი ხალხი არის თავისუფლების მოყვარული ხალხი და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება და დამარცხდება წელს. მომავალს ვერანაირი წარსული ბოროტი ძალები ვერ შეაჩერებს, ეს დღეს სცადეს მათ სამეგრელოში, ეს იყო საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს შეურაცხყოფა. ივანიშვილის მომავალი ეს არის იანუკოვიჩის და ასლან აბაშიძის ბედი, შეიძლება კიდევ უფრო უარესიც თუ დროზე არ მოვიდა გონს. საქართველო დაბრუნდება თავსი განვითარების გზაზე და ჩვენ გვექნება მშვიდობიანი, დაცული  მომავალი,“- განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები