0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეხვედრებით, ზარებით, მოლაპარაკებებით, მგზავრობით დატვირთული დღე გელით. დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და დაკვირვებულად იმოქმედეთ. დაღლილობის მოსახსნელად საღამოს კარგია ცურვა ან სირბილი. 

კურო
აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. უფროსთან განიხილეთ ახალი იდეები. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობა. ამას მზისა და ვენერას თქვენს ნიშანში ყოფნა განაპირობებს. 

ტყუპი
უმნიშვნელო წვრილმანიც კი თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. თუ განსაკუთრებული საქმეები არ გაქვთ, დღევანდელი დღე დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ. საღამოს კი მიხვდებით, რომ ტყუილად იშლიდით ნერვებს. 

კირჩხიბი
დილა სამსახურს საქმეებს დაუთმეთ. არ წამოიწყოთ ახალი პროექტები. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. საღამოს ნათესავებს ოჯახური წვეულება მოუწყვეთ. 

ლომი
დასვენების დღის მიუხედავად საქმეებს თავს ვერ დააღწევთ. ეცადეთ, სამსახურის შემდეგ გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე ან მეგობრებს შეხვდეთ და იმხიარულოთ. 

ქალწული
კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, დღეს მიიღებთ პასუხს. მოულოდნელი შეხვედრა გელით დიდი ხნის უნახავ მეგობართან, ყოფილ კოლეგასთან. დღეს ახალ საქმიანობას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ, ძალაც გეყოფათ და რა თქმა უნდა, გონებაც. 

სასწორი
კარგი დღეა იმის შესაცვლელად, რაც არ მოგწონთ. სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ დალაგდება. ნუ შეგეშინდებათ რადიკალური ნაბიჯების გადადგმის. სასურველს სწრაფად მიაღწევთ. 

მორიელი
შემოქმედებით ნიშნებს საინტერესო შემოთავაზებები, იდეების განხორციელება და წარმატება ელით. დანარჩენებს ახალი საქმიანობა, სამსახური გამოუჩნდებათ. 

მშვილდოსანი
ენერიული და მიზანდასახული ხართ, იდეებისა და ჩანაფიქრების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. გირჩევთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ კოლეგებისა და მეგობრების აზრებს. საღამოს სირბილი ან ვარჯიში არ გაწყენთ. 

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგებლებთან. სასიამოვნო ნაცნობობა გელით უჩვეულო ადგილას (ქუჩა, სავაჭრო ცენტრი), რომელიც შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. 

მერწყული
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება გელით. თუ მზად არ ხართ, ისეთი სიტყვები შეარჩიეთ, რომ პარტნიორს გული არ ატკინოთ. მეტად დაისვენეთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

თევზები
დღეს დაწყებულ საქმეებს დროულად ვერ დაასრულებთ. მოსალოდნელია დოკუმენტების შეფერხება, არაკომპეტენტურ პარტნიორებთან ურთიერთობა. მოთმინებით აღიჭურვეთ და მშიდად აკეთეთ თქვენი საქმე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები