1 7 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მისაკუთრების ფაქტზე ოპოზიცია ახალ დეტალებს ასაჯაროებს


   ივანიშვილის  მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მისაკუთრების ფაქტზე ნაციონალური მოძრაობა ახალ დეტალებს ასაჯაროებს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძის თქმით:
   "ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიის მითვისების შემდგომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას განუცხადა თითქოს ეს ბოტანიკური ბაღის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა. იმ 4 ჰექტარზე რომელიც მან თავად გადასცა ბოტანიკურ ბაღს, გადის 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზი, რომელსაც აქვს საკუთარი დამცავი ზონა, ზონა რომელშიც მშენებლობა იკრძალება. სამწუხაროდ, ძუნწმა მილიარდერმა 400 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთში ეზარალა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი“ 
   თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, კი განცხადება იმის თაობაზე რომ ის 4 ჰექტარი იყო უკეთესი ბოტანიკური ბაღისთვის და იქ აპირებდნენ ალტერნატიული შესასვლელის მოწყობას ეს გახლდათ ტყუილი რადგან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამ ნაკვეთზე გამომდინარე იქედან, რომ გადის მაღალი ძაბვის ხაზები, იკრძალება ნებისმიერი სახის ხალხის თავშეყრა რადგან ეს დაკავშირებულია მათ უსაფრთხოებასთან..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები