თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
„თეგეტა ჰოლდინგი“ თბილისსა და რეგიონებში ელექტრომობილების უნივერსალურ დასამუხტ სადგურებს განათავსებს. ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულება „თეგეტა ქარსი“, ჯამში, 70-მდე დამტენს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაამონტაჟებს, რომლებიც ნებისმიერი ბრენდის ელექტრომობილის მფლობელისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
პროცესი დედაქალაქიდან დაიწყება. უკვე შერჩეულია 15-მდე ლოკაცია. პირველ ეტაპზე ელექტრომოწყობილობები ცენტრალურ და ყველაზე დატვირთულ უბნებში განთავსდება - იქ, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია.
პეტრე წაქაძე, „თეგეტა ქარსის“ დირექტორი: „თეგეტა“, როგორც ფლაგმანი საავტომობილო სფეროში, უკვე წლებია ხელს უწყობს ელექტრომობილების პოპულარიზაციას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამის განხორციელება მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით არის შესაძლებელი. „თეგეტას“, როგორც პასუხისმგებლობიან კომპანიას, თავისი წვლილი შეაქვს დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოებაში. შედეგად, მარტივდება და უფრო მიმზიდველი ხდება ელექტრომობილის ფლობა. გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი საავტომობილო სეგმენტის განვითარება კი, თავის მხრივ, ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“.
ელექტრომობილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა ფართო მოხმარებისათვის იქნება განკუთვნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დასამუხტი სადგურებით ისარგებლებს ნებისმიერი მსურველი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. შედეგად, ელექტრომობილების მფლობელები მათთვის სასურველი დისტანციის დაფარვას შეუფერხებლად შეძლებენ.
საგანგებოდ შერჩეულ ლოკაციებთან ერთად, ელექტრომოწყობილობები დამონტაჟდება „თეგეტას“ მომსახურების ცენტრებშიც, რომლებიც მთელ საქართველოს ფარავს. 28-ვე ფილიალი სწრაფი და სტანდარტული დამტენებით აღიჭურვება. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალებზე კი 100-კილოვატიანი სწრაფი დასამუხტი სადგურები დამონტაჟდება. ამასთანავე, „თეგეტა ჰოლდინგი“ მზად არის, ითანამშრომლოს კერძო კომპანიებთან, რომლებსაც სურთ, დამტენები თავიანთი ბიზნესობიექტების ტერიტორიაზე განათავსონ, და სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოს, დამტენების სტრატეგიულ ობიექტებზე დამონტაჟება.
ნიკოლოზ თევზაძე, „თეგეტა ქარსის“ E Performance სპეციალისტი: „წამყვანი საავტომობილო ბრენდები უკვე აქტიურად გადადიან ელექტრიფიცირებული ავტომობილების წარმოებაზე. რამდენიმე წელიწადში გვექნება სრულიად ახალი მოცემულობა, როდესაც ბაზარზე მხოლოდ ელექტრომობილები იქნება. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიმართულებით „თეგეტა“ უკვე დიდი ხანია მუშაობს და დამტენების ქსელს სულ უფრო აფართოებს. ასევე მეტი სიმარტივისათვის „თეგეტა“ შესაბამის აპლიკაციაზეც მუშაობს, რომლის დახმარებითაც მოქალაქეები დასამუხტი სადგურებით ისარგებლებენ“.
პროექტს საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანია მწვანე ემისიის ფარგლებში ახორციელებს. დამტენების მონტაჟის ვალდებულება ერთ-ერთია იმ მწვანე ინიციატივებს შორის, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგის“ მწვანე ობლიგაციების ემისიის პროსპექტით არის გათვალისწინებული. დასამუხტი სადგურების მონტაჟის გარდა, ჰოლდინგმა მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტი და რეალიზაციაც უნდა განახორციელოს.
ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის განვითარების მიმართულებით „თეგეტას“ უკვე დიდი გამოცდილება აქვს - ერთი მხრივ, თავის ჰოლდინგში შემავალ კომპანიებთან ერთად, ჰოლდინგი წლებია ცდილობს, ხელი შეუწყოს ელექტრომობილების პოპულარიზაციას ქვეყანაში და მეორე მხრივ, მისი მფლობელებისათვის კომფორტულ გარემოს ქმნის. ამის დასტურია ის 50-მდე დამტენი, რომლებიც კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განათავსა. ეს ინიციატივები მკაფიოდ გამოხატავს კომპანიის პოზიციას ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის შესახებ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
კომენტარები