0 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განახლებული Porsche 911 Carrera GTS-სა და 911 Carrera-ს მსოფლიო პრემიერა

·         პორშემ თავისი ტრადიციული სპორტქარი 911 მნიშვნელოვნად განაახლა

·         T-Hybrid სისტემა და გაუმჯობესებული შესაძლებლობები

 

პორშემ განახლებული 911 Carrera GTS და 911 Carrera წარადგინა. ახალი 911 Carrera GTS პირველი ოფიციალური 911-ია, რომელმაც განსაკუთრებით მსუბუქი Performance-ჰიბრიდული სისტემა მიიღო. ახლებურად შემუშავებული, ინოვაციური სისტემა 3,6 ლიტრი მოცულობის ძრავით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მონაცემებით გამოირჩევა.

 

911 Carrera GTS Coupé ადგილიდან 100 კმ/სთ სისწრაფეს 3,0 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 312 კმ/სთ-ია. რაც  შეეხება განახლებულ 911 Carrera-ს, მას უფრო მძლავრი და დეტალურად მოდიფიცირებული 3,0-ლიტრიანი Biturbo-Boxer-ძრავა აქვს. გარდა ამისა, ახალი 911 გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, გაუმჯობესებული აეროდინამიკით, განახლებული ინტერიერით, უკეთესი სერიული კომპლექტაციითა და მოდერნიზებული მულტიმედიური ფუნქციებით.

 

ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ის გენერალური დირექტორი: ჩვენ რამდენიმე თვეში 6 სამოდელო რიგიდან 4 განვაახლეთ: პანამერა, ტაიკანი, მაკანი და 911. ვფიქრობ, ამან კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ჩვენი მომხმარებლებისთვის „პორშეს“ ავტომობილები, რადგან მათ ინდივიდუალურობისდა ექსკლუზიურობ მეტ შესაძლებლობას ვთავაზობთ“.

 

 

ავტოსპორტით შთაგონებული ინოვაციური Performance-ჰიბრიდული სისტემა

 

ახალი 911 Carrera GTS მოდელებისთვის ინჟინრებმა ჰიბრიდული სისტემის კონცეფცია ავტოსპორტიდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე შექმნეს. ჰიბრიდული სისტემის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად სხვადასხვა იდე განვავითარეთ და გავტესტეთ, რათა მიგვეღო პროდუქტი, რომელიც 911-ს აბსოლუტური სიზუსტით ერგება. შედეგად მივიღეთ უნიკალური სისტემა, რომელიც 911-ის ფენომენს იდეალურად ესადაგება და მის შესაძლებლობებს საგრძნობლად აუმჯობესებს, - აცხადებს 911 და 718 სამოდელო რიგების წარმოების ხელმძღვანელი ფრანკ მოზერი.

 

მსუბუქ და მძლავრ T-Hybrid-სისტემას სრულიად ახლებურად შემუშავებული ელექტრონული ტურბოდამბერი აქვს. ინტეგრირებული ელექტროძრავა ტურბოდამბერს უსწრაფესად უბიძგებს ბრუნებისკენ. ელექტრომოტორი ამავდროულად გენერატორის ფუნქციასაც ითავსებს. იგი 11 კილოვატამდე ელექტროსიმძლავრეს ქმნის.

 

ამძრაობის სისტემაში შედის ასევე ახალ, 8-საფეხურიან PDK-ში ინტეგრირებული სინქრონული ელექტრომოტორი, რომელიც მაქსიმუმ 150 ნიუტონმეტრით 40 კილოვატამდე სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ორივე ელექტრომოტორი დაკავშირებულია მსუბუქ, კომპაქტურ ელემენტთან, რომლის ზომა და წონა ჩვეულებრივი 12-ვოლტიანი აკუმულატორისას შეესაბამება, მაგრამ 1,9 კვ.სთ ენერგიამდე ინახავს და 400 ვოლტით მუშაობს.

T-Hybrid-სისტემის უმთავრესი აგრეგატი 3,6 ლიტრი მოცულობის Boxer-ძრავაა, რომელიც მნიშვნელოვნად უფრო კომპაქტური გახდა. 97 მილიმეტრამდეა გაზრდილი ცილინდრის დიამეტრი და 81 მილიმეტრამდე - დგუშის სვლა. შედეგად, ძრავის მოცულობა წინამორბედთან შედარებით 0,6 ლიტრით გაიზარდა.

 

Boxer-ძრავას 485 ცხენის ძალა და 570-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს, საერთო ჯამში კი სისტემური სიმძლავრე 541 ცხენის ძალასა და 610 ნმ-ს შეადგენს. ეს ყველაფერი წინა მოდელთან შედარებით სიმძლავრის 61 ცხენის ძალით მომატებას ნიშნავს. ეფექტიანმა ჰიბრიდულმა სისტემამ გააუმჯობესა ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები და, რა თქმა უნდა, შეამცირა გამონაბოლქვი. წონა წინამორბედ მოდელთან შედარებით, ჯამში, მხოლოდ 50 კილოგრამით გაიზარდა.

 

911 Carrera კვლავ 3,0-ლიტრიანი Biturbo-Boxer-ძრავითაა აღჭურვილი, ოღონდ ეს აგრეგატიც მნიშვნელოვნად მოდერნიზდა. გამონაბოლქვის შემცირების პარალელურად, სიმძლავრე 394 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ხოლო მაქსიმალური მაბრუნი მომენტი - 450 ნმ-მდე. ახალი 911 Carrera Coupé ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4,1 წამში ჩქარდება (Sport Chrono პაკეტით 3,9 წამში) და მაქსიმუმ 294 კმ/სთ-ს ავითარებს.

 

 

ოპტიმიებული სავალი ნაწილი და აქტიური აეროდინამიკა

 

მნიშვნელოვნად განახლდა 911 Carrera GTS-ის სავალი ნაწილიც. მაგალითად, უკანა ბორბლების მოხვევა უკვე სერიულ კომპლექტაციაშია. ეს ზრდის სტაბილურობას მაღალ სისწრაფეებზე და ამცირებს მობრუნების რადიუსს. GTS-ისთვის დამახასიათებელი სვლის მანერაზე სპორტული სავალი ნაწილი ზრუნავს, რომელიც ამორტიზაციის მოქნილი სისტემით (PASM) და 10-მილიმეტრიანი დადაბლებით გამოირჩევა.

 

ახალი 911-ისთვის განკუთვნილია დისკების 7 სახეობის დიზაინი ზომებით 19/20 ან 20/21 (დუიმებში). 911 Carrera-ში პირველადაა ხელმისაწვდომი Exclusive Design დისკები კარბონის ბლეიდებით, რაც ამცირებს წინაღობის კოეფიციენტს და ზრდის ეფექტიანობას. 911 Carrera GTS-მოდელებს უკანა ღერძზე სერიულად 21-დუიმიანი დისკები მოჰყვება.

 

 

სპორტულად გამძაფრებული ექსტერიერი

 

პორშემ 911-ის ექსტერიერის დიზაინი ფუნქციური ელემენტებით გააუმჯობესა. ცვლილებების უმეტესობა სპორტული ავტომობილის აეროდინამიკისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება. განახლდა განათების სისტემა და პირველად გამოიყენება ადაპტიური დიფუზორები ავტომობილის ქვედა შეფუთვაში. დამატებითი ოფციის სახით პორშე ახალ მთავარ მაშუქებს HD-Matrix LED-ფუნქციითაც გვთავაზობს - 32 000-ზე მეტი განათების წერტილით. უმაღლესი ხარისხის შორსმაშუქი განათება გზის სავალ ნაწილს 600 მეტრზე მეტ დისტანციაზე ანათებს. ასევე აღსანიშნავია ინოვაციური დამატებითი ფუნქცია, როგორიცაა მოსახვევის დინამიკური განათება, რომელიც სვლის რეჟიმზეა დამოკიდებული.

 

ავტომობილის უკანა ნაწილი განათებული ხაზითა და წარწერით PORSCHE 911-ის უკანა მხარეს უფრო დაბალსა და განიერს აჩენს. სანომრე ნიშანი ახლა ოდნავ უფრო ზემოთაა წარმოჩენილი. 911 Carrera მოდელებისთვის დამატებითი ოფციის სახით ხელმისაწვდომია სპორტული გამოსაბოლქვი სისტემაც, 911 Carrera GTS მოდელებში კი GTS-ისთვის დამახასიათებელი სპორტული გამოსაბოლქვი სისტემა სერიულ კომპლექტაციაშია.

 

 

სრულიად ციფრული კოკპიტი

 

ახალი 911-ის კუპე ვერსიას პორშე სერიულად 2-ადგილიანს წარმოგვიდგენს. ინტერიერში პორშე გვთავაზობს 911-ის დიზაინის ნაცნობი დნმ-ის კომბინაციას უახლეს ტექნოლოგიასთან: ყურადღების ცენტრშია მომსახურების უახლესი კონცეფცია Porsche Driver Experience და ინტუიციური, უსწრაფესი მომსახურება, რომლის მთავარი ელემენტები საჭეზე ან საჭის გარშემოა თავმოყრილი. მასში შედის სვლის რეჟიმების სერიული გადამრთველი, სვლის ასისტენტ-სისტემების ბერკეტი და, პირველად 911-ში, სტარტის ღილაკი (ცხადია, მარცხენა მხარეს). ცენტრალურ კონსოლზე შეხვდებით გაგრილებად სათავსს სმარტფონებისთვის, უკაბელო დამუხტვის ფუნქციით.

 

911-მა პირველად მიიღო სრულიად ციფრული ხელსაწყოთა პანელი. მომსახურებისა და მაჩვენებლების ახალ კონცეფციაში ელეგანტურად ჯდება 12,6-დუიმიანი Curved Display, რომლის ინდივიდუალიზება ბევრნაირადაა შესაძლებელი. ეს უკანასკნელი გვთავაზობს 7 სახის ვიზუალს, მათ შორის ექსკლუზიურ, კლასიკურ იერსახეს ისტორიული 5 მრგვალი დიზაინით, სადაც შუაში, რა თქმა უნდა, ტაქომეტრია.

 

Porsche Communication Management (PCM) კვლავ მაღალი გაფართოების 10,9-დუიმიანი ცენტრალური ეკრანიდან იმართება. საგრძნობლად დაიხვეწა როგორც ასისტენტ-სისტემების მომსახურება, ისე რეჟიმების ინდივიდუალიზების დიაპაზონი.

 

ახალი 911 Carrera-ს შეკვეთა უკვე შესაძლებელია როგორც კუპეს, ისე კაბრიოლეტის სახით, უკანა ამძრავით. 911 Carrera GTS ხელმისაწვდომია სრული ამძრავითაც და Targa-ვერსიის სახით. Targa-ს მხოლოდ სრული ამძრავით მიიღებთ. ორივე ვარიანტი  აღჭურვილია PDK გადაცემათა კოლოფით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები