თიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამ...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
|
· „თეგეტა აკადემიას“ მალე პირველი დიპლომირებული ძრავის მექანიკოსები ეყოლებიან
„თეგეტა აკადემიაში“ სასწავლო პროცესი განახლდა. ძრავის მექანიკოსის პროფესიას 15 პროფესიული სტუდენტი დაეუფლება. მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად მათ შიდა ტესტირებისა და მოტივაციური გასაუბრების ეტაპი გაიარეს და 79 მსურველს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
პროგრამის დაწყებამდე „თეგეტა აკადემიამ“ ახალი ნაკადის სტუდენტებს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე უმასპინძლა. მათ საშუალება ჰქონდათ, აკადემიას, ადმინისტრაციას, პროფესიულ მასწავლებლებს, შიდა და გარე სივრცეებს გასცნობოდნენ, ენახათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცეები.
„თეგეტა აკადემიაში“ აღნიშნული პროგრამა პირველად ხორციელდება. რაც ნიშნავს იმას, რომ დიპლომირებულ ელექტრომექანიკოსებთან ერთად, მომავალ წელს აკადემიას პირველი დიპლომირებული ძრავის მექანიკოსებიც ეყოლებიან.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ წელს პირველად ვიწყებთ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულები მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია „თეგეტა აკადემიისთვის“ და მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. „თეგეტა აკადემია“ მხოლოდ სწავლების პროცესით არ შემოიფარგლება და პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაშიც შეუწყობს ხელს“.
პროგრამის პროფესიული სტუდენტები 10 თვის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, რომლის დროსაც საშუალება ექნებათ, შეისწავლონ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული მოდულები.
ნინი ერისთავი, „თეგეტა აკადემიის“ ხარისხის მართვის მენეჯერი: „პროგრამის მოცულობა 58 კრედიტისგან შედგება. სწავლების პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა შუალედური გამოცდის საშუალებით შემოწმდება, ხოლო პროგრამის დასრულებისას ისინი სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ საქმიანობა მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, „თეგეტაში“ დასაქმდნენ“.
„თეგეტა აკადემიის“ პროფესიულ კოლეჯში სწავლება, ჯამში, 3 პროფესიულ პროგრამაზე მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის კოლეჯი წარმატებით დაასრულა 11-მა სტუდენტმა, რომელთაგანაც უმეტესობა „თეგეტაში“ დასაქმდა. ამჟამად პროფესიულ კოლეჯში, ძრავის შეკეთების პროგრამის გარდა, 13 აქტიური სტუდენტი ელექტრო- და ელექტრონული სისტემების დუალურ პროგრამაზე სწავლობს.
----
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები