„თიბისის მაცნე“ - გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგრო...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
|
. სასწავლო პლატფორმა Electude-ის ფარგლებში „თეგეტა აკადემიამ“ 7 სატრენინგო კურსი შეიმუშავა
. სწავლებისთვის 700-ამდე სასწავლო მოდული ქართულად ითარგმნა
„თეგეტა აკადემიამ“ ინოვაციური ელექტრონული სასწავლო პლატფორმის, Electude-ის, დანერგვის პირველი წელი წარმატებით დახურა. პროექტის ფარგლებში ტრენინგი ავტოინდუსტრიაში დასაქმებულმა 1000-ამდე მონაწილემ გაიარა.
პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა. შეხვედრაზე „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს მიღებული შედეგები გააცნეს. „თეგეტა აკადემია“ ინოვაციურ ელექტრონული სასწავლო პლატფორმას USAID-ის საგრანტო პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს და მიზნად ისახავს ავტოინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების პროფესიული ზრდისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას და ამ გზით სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა 7 სასწავლო კურსი, მსუბუქი ავტომობილების ძრავის, სავალი ნაწილისა და ელექტრობის მიმართულებით; ითარგმნა Electude-ის 700-ამდე სასწავლო მოდული და „თეგეტა აკადემია“ საქართველოში Electude-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „კერძო სექტორის როლი პროფესიულ განათლებაში და პროფესიული განათლების როლი ბიზნესის განვითარებაში“, სადაც „თეგეტა ჰოლდინგის“, USAID-ისა და უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Electude-ის საქართველოში ჩამოტანისა და დანერგვის პროექტი გასცდა კომპანიის ფარგლებს, უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ახლა უკვე მთლიანად საავტომობილო ინდუსტრიაში სამუშაო ძალის კვალიფიკაციისამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ეს კიგულისხმობს, ერთი მხრივ,დასაქმებულებისთვის და, მეორე მხრივ,სამუშაოს მაძიებლებისთვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სასწავლო კურსების შეთავაზებას.
Electude-ის ონლაინ სასწავლო პლატფორმა ამ მიზნის მიღწევას ამარტივებს, რადგან მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა,თავისუფალ დროს დამოუკიდებლად ისწავლონ ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია უკვე დასაქმებული მექანიკოსებისთვის, ვისაც, გადატვირთული გრაფიკის გამო, ტრენინგებზე დასწრების დრო შეზღუდული აქვთ. მეორე მხრივ, Electude-ის სიმულაციური მოდულები არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროფესიას ახლა ეუფლებიან. მათ შეუძლიათ ავტომობილის აგებულებისა და მუშაობის პრინციპების რთული და კომპლექსური საკითხები ვიზუალურად აღქმადი, მარტივი ენით გადმოცემული მოდულებიდან ისწავლონ“.
გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების სამსახურის უფროსი:„ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ „თეგეტა აკადემია“ Electude-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ეს ნიშნავს უდიდეს ნდობასა და მხარდაჭერას. ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროგრამით კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებაა. გვინდოდა პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სწორედ ამიტომ აქტიურად ვიმუშავეთ მოდულების ქართულ ენაზე თარგმნაზე. წარმომადგენლის სტატუსის დამსახურებით, პროგრამის ადგილობრივ ბაზარზე განვითარებაში Electude Intrenational-იც აქტიურად იყო ჩართული“.
მსუბუქი ავტომობილის ელექტროდიაგნოსტიკოსის,ძრავის მექანიკოსის, სავალი ნაწილის მექანიკოსის, ზეთის შეცვლის ოპერატორის მოსამზადებელი კურსი; მსუბუქი ავტომობილის საბურავების ტრენინგი, მისი აგებულებისა და უსაფრთხო მართვის კურსი - პირველი წლისთვის შემუშავებული ამ 7 სასწავლო პროგრამიდან ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ელექტროდიაგნოსტიკოსის მოსამზადებელი კურსი აღმოჩნდა. საქართველოში Electude-ის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსის მიღების შემდეგ „თეგეტა აკადემიას“ შესაძლებლობა აქვს, პარტნიორებთან ერთად, უფრო ინტენსიურად იმუშაოს პლატფორმის პოპულარიზებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
დევიდ ბლოდი, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელი: „კერძო სექტორთან თანამშრომლობით USAID საქართველოში ქმნის სამუშაო ძალის პროფესიული განვითარების ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას. დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი და განხორციელებული პროფესიული პროგრამები ბიზნესს საშუალებას აძლევს, ეფექტურად შეავსოს სამუშაო ძალის დეფიციტი. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ჩვენი პარტნიორობა „თეგეტა აკადემიასთან“ მიზნად ისახავს ახალი საგანმანათლებლო სერვისების შექმნას, როგორც უკვე არსებული თანამშრომლების გადამზადების, ისე ახალი კადრების მომზადების მიზნით. ერთობლივი პროექტი სფარგლებში ჩვენ 900-ზე მეტი პროფესიონალი გადავამზადეთ, რომლებიც მზად არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გასაწევად“.
სიმულაციური სასწავლო გლობალური პლატფორმა Electude, რომელიც 3000-ამდე სასწავლო მოდულს აერთიანებს, მსუბუქი ავტომობილების გარდა,სატვირთო მიმართულებასაც მოიცავს.
პროგრამის საქართველოში დანერგვის პირველი წლის წარმატებით დახურვის შემდეგ „თეგეტა აკადემიაში“ აქტიურად მიმდინარეობს მოდულების ქართულ ენაზე თარგმნა და აკადემიის სასწავლო პრაქტიკებში დანერგვა. კომპანიაში გრძელვადიან მიზნად კი ქართულ საავტომობილო განათლებაში სასწავლო პლატფორმის მასობრივად დანერგვას მოიაზრებენ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები