1 6 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

საპრეზიდენტო არჩევნები - საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე განაცხადი ამ დროისთვის 12-მა სუბიექტმა შეიტანა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე განაცხადი ამ დროისთვის სულ 12 სუბიექტს აქვს გაკეთებული.

პროცედურები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა განმარტა. ანა მიქელაძის განცხადებით, კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ კანდიდატებმა ხელმოწერები უნდა წარადგინონ.

„სულ 12-მა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინა ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატები, მათ განცხადებით მომართეს საარჩევნო ადმინისტრაციას, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, რეგისტრირებულ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს აქვს უფლება განცხადებით მომართოს ცესკო-ს, ამის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვების პროცედურები.

მათ არჩევნების დღემდე, არაუგვიანეს მე-40 დღისა უნდა წარმოადგინონ ხელმოწერები საარჩევნო ადმინისტრაციაში. კანონმდებლობის თანახმად საარჩევნო ადმინისტრაცია შეამოწმებს ამ ხელმოწერებს, ხოლო კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები