0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სხვის საწოლ ოთახებზე მიყურადება ისეთი სენია, რომლისგანაც უჭირთ გათავისუფლება - ვასილ მაღლაფერიძე

  არანაირად არ გვეხება არც ერთ იქ შეკრებილ ადამიანს ბორდის წევრის არჩევის საკითხის გარჩევა,- ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფოტოზე კომენტირებისას განაცხადა.

  მაღლაფერიძის თქმით, როგორ შეიძლება შეხვედრას საიდუმლო ეწოდოს, როცა ის ქალაქის ცენტრში, დღისით, ხალხმრავალ ადგილას იმართება.„ძაღლის კუდი არ გასწორდება. როგორც ჩანს, სხვისი საუბრებისადმი, სხვის სუფრებზე, სხვის საწოლ ოთახებზე მიყურადება ისეთი სენია, რომლისგანაც ძალიან უჭირთ ადამიანებს გათავისუფლება.

   მე არ ვურჩევდი ამ მიმართულებით დაზიანებული წარსულის ადამიანებს, ისევ ამ ნიშნით შეახსენონ საზოგადოებას თავი.რაც შეეხება, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, სისულელეზე როგორ გავმართეთ „საიდუმლო შეხვედრა“ შუადღისით, ქალაქის ცენტრში, დღისით-მზისით, კაფეში, როგორც აღმოჩნდა, ევრო-ნაცების წევრი ქალბატონი იმყოფებოდა, რომელსაც ვიცნობ და მოვიპატიჟებდი სუფრაზე, იქ რომ ყოფილიყო.

  მგონი, ეს იყო ორი თვის წინ და რომ გითხრათ, რაზე ვსაუბრობდი, არ მახსოვს. ამ სისულელეზე თუ კომენტარს გავაკეთებ, გეტყვით, რომ საერთოდ არ იდგა არანაირი არჩევნები ბორდის, მით უმეტეს, იანვრის თვეში. მეტსაც გეტყვით, შეუძლებელიც იყო ასეთ სისულელეზე გველაპარაკა, თითქოს ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, მე უნდა მომეხდინა ბორდზე ზეგავლენა ზაზა შათირიშვილის არჩევის მიზნით.

 ბორდი არ ირჩევს ამას, მეორეც – არანაირად არ გვეხება არც ერთ იქ შეკრებილ ადამიანს ამ საკითხის ასე გარჩევა. არ ვიცი, ეს პოლიტიკური თუ თანამდებობრივი ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა.არ მგონია, რომ ქართული ჟურნალისტიკის დღევანდელი დონე ეს იყოს, რომ გამოაქვეყნონ ფოტო და დააწერონ – საიდუმლო შეხვედრა და სკანდალური ფოტო. მაინტერესებს, საიდუმლო შეხვედრა ან სკანდალურობა რაში გამოიხატება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ასეთი რამე ხშირად მოხდება“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები