2 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კერძო პირმა, სახლამდე მისასვლელ გზაზე ბეტონიც თვითონ დააგო და ხეებიც თვითნებურად ჩააბეტონა - ხაშურის მერია

ხაშურის მერია სურამში ჩაბეტონებულ ხეებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:

სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირმა, სახლამდე მისასვლელ გზაზე, თვითნებურად, დააგო ბეტონი და მათ შორის ხეებიც ჩააბეტონა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა. შემთხვევა არასამუშაო დღეებში მოხდა. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ, მუნიციპალიტეტისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ამ ეტაპზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის კანონის მიხედვით. იმ შემთხვევში თუ პირი სამართალდარღვევას დროულად არ აღმოფხვრის, რაც ტერიტორიის ადრინდელ მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს, დაეკისრება შესაბამისი მკაცრი სანქციები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ გარემოს და თავი შევიკავოთ უკანონო ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევი პირების მიმართ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები