1 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს - სამივე დაკავებული თავისუფალია

უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც 4 დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ციხეში 4 წლით გაუშვა თავისუფლები არიან.

ადვოკატის ინფორმაციით, შეწყალება დაკავებულების განცხადების გარეშე მოხდა, რაც ბექა ბასილაიას თქმით ცხადყოფს, რომ უკრაინელი მეზღვაურების ტყვეობა ყოველგავრ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. საგულისხმოა, რომ ეს გათავისუფლება ბათუმში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

"იძულებული გახდა ქართული მხარე სამივე მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინათ. რაც არის ლუსტრაცია და მაჩვენებელი იმის, რომ ეს ხალხი უკანონოდ იჯდა ამდენი თვის მანძილზე ციხეში. მათი განცხადების გარეშე მოხდა შეწყალება, პირიქით, ისინი შეწყალებაზე უარს ამბობდნენ", - თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე-იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები