2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში ირმა ამირაშვილი გარდაიცვალა, მისი ცხედარი 16 დღე უპატრონოდ იყო – ,,ოჯახმა ეს ამბავი გუშინწინ გაიგო”

მუხრანში მცხოვრები 52 წლის ირმა ამირაშვილი 15 დღის წინ თურქეთში გარდაიცვალა. მისი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ადვოკატი მამუკა ნოზაძე „მედიაცენტრ მთავრთან“ ყვება, რომ  საქართველოს საგარეო უწყებამ გარდაცვლილის ოჯახის თხოვნა უყურადღებოდ დატოვა:

„ის მუშაობდა ქალაქ კონიაში, ოჯახის წევრებმა, შვილმა და მეუღლემ, რომლებიც საფრანგეთში არიან, მომხდარის შესახებ გუშინწინ გაიგეს. ქალი 16 დღე გარდაცვლილია.  ის მთლად უპატ­რო­ნო­დაა მი­ტო­ვე­ბუ­ლი უცხო ქვე­ყა­ნა­ში. რო­გორც მი­თხრეს, ოჯახს ჰქონ­და თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­მელ­მაც უთხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და სა­კონ­სუ­ლო კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დის და ინ­ტე­რესს არ იჩენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მი­მართ.

თურქული მხარე გარდაცვლილის დასაფლავებას აპირებს, ოჯახი დახმარებას ითხოვს, – ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ საქართველოს საელჩომ თურქეთში განაცხადა:

-სა­კონ­სუ­ლოს დღეს და­უ­კავ­შირ­დნენ და უთხრეს, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და ოჯახს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა დღეს შე­ვი­და და სა­კონ­სუ­ლო მყი­სი­ე­რად ჩა­ერ­თო ამ ამ­ბავ­ში – და­უ­კავ­შირ­და ოჯა­ხის წევ­რებს საფ­რან­გეთ­ში, შემ­დეგ თურ­ქეთ­ში ჩვე­ნი სა­კონ­სუ­ლო – საფ­რან­გეთ­ში ჩვენს სა­კონ­სუ­ლოს, იქ მივ­ლენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, და­წე­რენ გან­ცხა­დე­ბას და რა თქმა უნდა, და­ეხ­მა­რე­ბი­ან მათ და და­ი­წყე­ბა გად­მოს­ვე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები