1 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

მუცლის ტკივილი, სიცხე, ნაწლავური დაავადებები - რა საფრთხე ემუქრებათ სუშის მოყვარულებს ?

    სუშის მოყვარულები არიან პარაზიტების საშიშროების წინაშე, რომელიც შეიძლება მათ ორგანიზმში უმი, მოუმზადებელი თევზიდან მოხვდეს - ამის შესახებ ექიმები  ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში ალაპარაკდნენ.

  ექიმები  მკურნალობდნენ  32 წლის კაცს, რომელსაც  პარაზიტის მატლი ნაწლავებში აღმოაჩნდა.მას აწუხებდა მუცლის ტკივილები, პირღებინება და სიცხე მთელი კვირის განმავლობაში.სისხლის ანალიზმა ანთების პროცესი და ნეკნების ქვემოთ სახიფათო მდგომარეობა აჩვენა.

ჩივილები, მამაკაცის თქმით, მას შემდეგ დაეწყო,  რაც  სუში შეჭამა.  ექიმები ამან დააეჭვა და აფიქრებინა, რომ მას რაღაც ნაწლავური დაავადება ექნებოდა, რომელმაც ორგანიზმში  მუცლის ღრუს კედლების და ნაწლავების დაზიანება გამოიწვია. ეს ინფიცირებული ლარვა კი ადამიანის ორგანიზმში მოუმზადებელი და უმი თევზიდან ან მოლუსკებიდან მოხვდა

ექიმებმა კაცს ენდოსკოპია გაუკეთეს. ამ  პროცედურით ისინი მუცლის ღრუში მილით ჩავიდნენ. მილს კამერა ჰქონდა მიმაგრებული.  შედეგი ნამდვილად სავალალო იყო, ექიმებმა ორგანიზმში  ნაწლავურ სისტემაზე მიკრული მატლი აღმოაჩინეს.

 მატლის მოსაცილებლად სპეციალური ბადე იქნა გამოყენებული  და ამის შემდეგ პაციენტის ჩივილებიც დასრულდა.

ექიმების განცხადებით ყველაზე მეტად მსგავსი შემთხვევა ხდება იაპონიაში, თუმცა ასეთი ფაქტები  გახშირდა დასავლეთის ქვეყნებშიც.

მათივე რჩევით, აუცილებლად უნდა გამოიშიგნოს თევზი, შემდეგ სულ ცოტა 4 დღის განმავლობაში  გაყინულ მდგომარეობაში  დავტოვოთ და ჭამის წინ მოვამზადოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები