1 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტოპილოტით ინვესტირება - თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმის ახალი ფუნქციონალი

 

თიბისის ციფრული ბანკში ინვესტირების პროცესი კიდევ უფრო მარტივი გახდა. პლატფორმას ახალი ფუნქციონალი - ავტოპილოტით ინვესტირება დაემატა, რომელიც 6,500-მდე კომპანიის აქციასა და ფონდში თანხის ავტომატურად დაბანდებაში დაგეხმარება.

 

პროცესი მარტივია: განაახლე აპლიკაცია, შეარჩიე ციფრულ ბანკში შენთვის სასურველი აქცია ან ფონდი; შენთვის ხელსაყრელი გრაფიკი - ყოველდღიური, ყოველკვირეული, ან ყოველთვიური და თანხა.

 

ავტოპილოტის ჩართვის შემდეგ, საბანკო ანგარიშიდან, პერიოდულად, წინასწარ მითითებული თანხა ჩამოგეჭრება და შენს საინვესტიციო ანგარიშზე აისახება. ავტოპილოტი შენთვის სასურველ აქციებსა და ფონდებს სწორედ ამ თანხით, ავტომატურად შეიძენს.  

 

ახალი ფუნქციონალი გრძელვადიან ინვესტირებში დაგეხმარება, რაც დროში გამოცდილი სტრატეგიაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტორიულად, ამერიკული საფონდო ბირჟის წლიური საშუალო ამონაგები დაახლოებით 9-10%-ს შეადგენს, მაგალითად, S&P 500 ინდექს ფონდში 100 ლარის ყოველთვიური ინვესტირებით, 10 წელიწადში შენი პორტფელის სავარაუდო ღირებულებამ, საფონდო ბირჟის სტაბილურობის შემთხვევაში, შეიძლება 24 000 ლარს მიაღწიოს. შედარებისთვის, ყულაბაში დაგროვილი იგივე თანხის მოცულობა, 10 წლის შემდეგ, 2 ჯერ ნაკლები - 12 000 ლარი იქნება. თუმცა, გაითვალისწინე, რომ საფონდო ბირჟას მერყეობა ახასიათებს, ამიტომ 10%-იანი ამონაგები ყოველწლიურად გარანტირებული არ არის. 

დაიწყე ინვესტირება ავტოპილოტით თიბისის ციფრულ ბანკში: https://link.tbc.ge/Investing6

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები