1 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ვინც ირაკლის ოჯახს განიკითხავთ, მართლა ხომ არ გცხელათ და გაჟრიალებთ?” - ზურა ხაჩიძე

მომღერალი და ტელეწამყვანი ზურა ხაჩიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი მხარდაჭერა ირაკლი კობახიძე და მის ოჯახს! ✊

ვინც ირაკლის ოჯახს განიკითხავთ მართლა ხომ არ გცხელათ და გაჟრიალებთ? გიას ირაკლის მამას მაქვს პატივი დიდი ხნის წინ როცა ვებძოდით „ნაც“ რეჟიმს მაშინ გამეცნო.

უწესიერესი და მაგარი ადამიანი. დედაზე და დაზე არაფერს არ ვამბობ უსაყვარლესი ადამიენები! ჩემი პატივისცემა ირაკლის ოჯახს!❤️🙏“ – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გუშინ, 25 ივლისს, შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს, „მთავარი არხიდან“.

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს… შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები