1 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

თიბისისა და მთის ტრასების სააგენტოს (ემ.თი.ეი) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო მთის კურორტების მთავარ მოვლენას, მსოფლიო თასებს სნოუბორდსა და სკი კროსში გუდაურსა და ბაკურიანში უმასპინძლებს. 3-4 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში პირველად გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო  ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის 90  სპორტსმენი იასპარეზებს.

 

10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინის  მასპინძელი ბაკურიანი იქნება. გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე  ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.  წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა.

 

მსოფლიო თასის ეტაპების მხარდაჭერით, თიბისი აგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას, რითაც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები