0 1 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სერიული დანაშაული თუ პოლიტიკური ტერაქტი

ჩამოტვირთვა

უკრაინაში განხორიცელებულ ტერაქტებს სერიული დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭეს. სამართალდამცავები ტერაქტის ახალ ვერსიაზე საუბრობენ. კრიმინალისტებისთვის ტერაქტის ორგანიზატორების ხელწერა ნაცნობია და მათ მსგავსი დანაშაული ადრეც ჩაუდენიათ. ყველა სხვა დეტალი ამ დრომდე მკაცრადაა გასაიდუმლოებული. ცნობილია ისიც, რომ გამოძიება 4 ოფიციალურ ვერსიაზე მუშობს. 29 აპრილს გვიან ღამით მედიაში სამი ეჭვმიტანილების ფოტორობოტი გავრცელდა, რაც სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ მასალაზე დაყრდნობით შეიქმნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კი იმ ადამიანებს ვინც გამოძიებასთან ითანაშრომლებს 2 მილიონ გრინვას ჰპირდება. ექსპერტები ამბობენ, რომ გამოძებას რეალური ხელჩასაჭიდი არ აქვს და ინფორმაციას ამიტომაც ასაიდუმლოებს. დნეპროპეტროვსკის ქუჩებში ამ დროისთვის სიმშვიდეა. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ადგილობრივი პოლიცია. ქალაქში რამდენიმე საერო დღესასწაულია, რის გამოც ოფიცილურად დასვენების დღეებია გამოცხადებული. დახურულია ყველა საჯარო დაწესებულება. მოსახლეობა შეშფოთებულია და მოვლენების გამოძებას ითხოვს. მედიასთან საუბრისას იხსნებენ, რომ ტერაქტი მათთვის შოკისმომგვრელი იყო. შემთხვევის შედეგად დაშავებული 16 ადამიანი ამ დრომდე ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობს. რამდენიმე მათგანს უკვე ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია, ზოგიერთს კი კიდურების ამპუტაციაც დასჭირდა. მკურნალობის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს. ექიმები ამბობენ, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით უკვე დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება იწყება. უკრაინაში 1 თვეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ხელისუფლებაში აცხადბენ, რომ სტუმრების უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნება. შეგახსნებთ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში 27 აპრილს ტერაქტების სერია განხორციელდა. ქალაქში ნახევარი საათის ინტერვალით, სხვადასხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ექვსი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 30-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები