2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხმაური და დაპირისპირება ელიავას ბაზრობაზე მეხანძრეებსა და მაღაზიების მფლობელებს შორის

ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია . ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

ხოშარაულის ქუჩაზე ავტონაწილების ბაზრობის მაღაზიების მფლობელებმა ამ დრომდე არ იციან, თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი და რა სახის ზარალი მიადგათ მათ.

თბილისის დიდუბის რაიონი გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ ხანძრის ჩაქრობა ერთხელ უკვე მოხერხდა, თუმცა შენობაში აალებადი ნივთიერებების გამო, ავტონაწილების ბაზრობას ცეცხლი კვლავ გაუჩნდა.

ხანძარი ავტონაწილების ბაზრობას  დაახლოებით 2 საათის წინ გაუჩნდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები