1 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი მოხდება

მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სპეციალისტების დასკვნით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. 

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის სამუშაოები 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება. მისი თქმით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი ლარი იქნება.

"დაახლოებით ეს სამუშაოები 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება, ჩვენი ვარაუდით. და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იმ არსებული თანამშრომლებისთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება, რომელიც ძალიან მკაფიოა და მე ვიტყოდი, უპრეცედენტო. მათ დღეს უკვე ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს. აქ არის სხვადასხვა შეთავაზებები, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას, სურვილის შემთხვევაში ან დასაქმებას მინიმუმ იგივე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და აქაც 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას. ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, რომ დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ჩვენ ბოლო 3 თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობას, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. მე ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზებული პირობები საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტოა და ვფიქრობ, ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავისი წვლილი უნდა შეიტანონ. ​ჩვენ ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ თანამშრომლების ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ ისინი...

პროექტის ბიუჯეტი, აღჭურვა, აშენება, რემონტის ჩათვლით იქნება დაახლოებით 200 მილიონი ლარი. ამ თანხის ნაწილი მობილიზებული იქნება ჩვენი არსებულის სახსრებით, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჭიროების შემთხვევაში, დონორები მზად არიან, ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ასევე მშენებლობის ნაწილში, თუ ამის საჭიროება იქნება...

მე ის ოთხი პირობა რაც ჩამოვთვალე, ერთ-ერთი არის დასაქმების შეთავაზება, დასაქმებასთან ერთად კომპენსაცია 4 თვის, თუ სურვილი ექნებათ, ასევე, ერთიანად გადახდის შემთხვევაში 12-თვიანი კომპენსაცია, სხვაგან თუ მუშაობს იქაც 4-თვიანი კომპენსაცია და ასე შემდეგ, არა მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში, ჩვენ გვქონდა ასევე კერძო კლინიკებთანაც მოლაპარაკებები და სხვადასხვა ოფციებისშეთავაზება მოხდება. ისე, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს გულწრფელად უკმაყოფილო ამ შეთავაზებებით," -განმარტა ზურაბ აზარაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები