1 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში - ზელენსკი 73%, პეტრო პოროშენკო 25%

ვლადიმერ ზელენსკი 73%, პეტრო პოროშენკო 25%-ასეთია ეგზიტპოლების პასუხები. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ცესკო-ს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე ზელენსკისთან დამარცხება უკვე აღიარა ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა პეტრო პოროშენკომ, რომელმაც კონკურენტს გამარჯვებას მიულოცა.  

"არასდროს დანებდეთ არასდროს. ეს ვიქტორ ჩერჩილმა თქვა. ეგზიტპოლების შედეგები აშკარაა და ვულოცავ ჩემს ოპონენტს. ასე ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში. მაგრამ არ ვტოვებ პოლიტიკას ვრჩები და ვიბრძოლებ პოლიტიკისთვის. ჩვენმა გუნდმა უნდა დაიცვას ყველაფერი რისთვისაც მიგვიღწევია 5 წლის განმავლობაში ევროატლანტიკურ გზაზე," - განაცხადა პოროშენკომ და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. 

გამარჯვება მხარდამჭერებთან ერთად უკვე იზეიმა ვლადიმერ ზელენსკიმაც. მან პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ უკრაინას მიბაძონ. 

„თავს კარგად ვგრძნობ. მადლობა უკრაინელ ხალხს, ჩემს მშობლებს მხარდაჭერისთვის და იმისთვის რასაც გაუძლეს. მადლობა ჩემს მეუღლეს, მადლობა უკრაინელ ჯარისკაცებს და მოხალისეებს, რომლებიც იცავენ უკრაინას. მე ვიდრე პრეზიდენტი გავხდები, ამის თქმის უფლება მაქვს. მოგმართავთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მოგვბაძეთ. ჩვენ ეს გამოგვივიდა,“-განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები