1 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრამპი - ჩვენ ახლა ვხედავთ ცოტა განსხვავებულ ფორმას და ეს ფორმა არის უსაფრთხოება და გახსნა

მიმდინარე თვის ბოლოს თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი დაიშლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედ ჯგუფს სამომავლოდ განსხვავებული ჯგუფი ჩაანაცვლებს.

„თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფმა უდიდესი სამუშაო შეასრულა, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ ცოტა განსხვავებულ ფორმას და ეს ფორმა არის უსაფრთხოება და გახსნა. ჩვენ ამისთვის სავარაუდოდ განსხვავებული ჯგუფი გვექნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა არიზონას შტატში მდებარე ჰანიველის სახის ნიღბების ქარხანაში სტუმრობისას.

ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით, „ბიბისი“ წერს, რომ მოქმედი სამუშაო ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა სამომავლოდ ჯგუფის დაშლის შესახებ ახალი ამბებიდან შეიტყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები