2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პრემიერი მზად არის სასაუბროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე"-კვირიკაშვილის პასუხი სარალიძეს

პრემიერი მზად არის შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, თუმცა შეხვედრას პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები არ უნდა დაესწრონ. ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის შეხვედრას სახალხო დამცველიც დაესწროს. 

"პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველსავე დღეს მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რის შემდეგაც განაცხადა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადადგამდა. 

"ამასთან, 1 ივნისს, მთავრობის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომლისგანაც მოისმინა დამატებითი ინფორმაცია ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებთან დაკავშირებით.

"გუშინ კი, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის შესახებ.
ამ ეტაპზე აუცილებელია არსებული ინსტიტუციური ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. 

"ამასთან, პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს; მათი სურვილის შემთხვევაში - სახალხო დამცველთან ერთადაც.
მედიას კი, მიეცემა შესაძლებლობა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაწეროს აღნიშნული შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები,"- ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლას დღეს 14:00 საათზე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად გეგმავს. პრემიერთან შეხვედრის მიზანი მისი გადადგომის მოთხოვნა და ამ საკითხთან დაკავშირებული დეტალების განხილვაა.    

კომენტარები

მსგავსი სიახლეები