1 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა

მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წარმოება იზრდება, იმატებს მოხმარების მაჩვენებელიც, რომელიც უმეტესწილად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ბაზრის მასშტაბზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, ნორვეგიის მთლიანი ავტოპარკის 88%-ს ელექტრომობილები შეადგენენ, ეს მონაცემები ჩინეთში 29%-ია, დიდ ბრიტანეთში - 23%, ევროკავშირის ქვეყნებში კი - 21%. 

რა ადგილი უჭირავს ამ რუკაზე საქართველოს? TegetaCars-ის დირექტორი, პეტრე წაქაძე ამბობს, რომ გასულ წელს ქვეყანაში დარეგისტრირებული 1 680 000 ავტომობილიდან მხოლოდ 6 000-ია ელექტრიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილები სრული ავტოპარკის მხოლოდ0.35%-ს შეადგენენ. თუმცა, თუ პროცესს დინამიკაში შევხედავთ, პოზიტიური ცვლილებები აშკარაა.

პეტრე წაქაძე, TegetaCars-ის დირექტორი:„2023 წელს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 15 000 ახალი ავტომობილი გაიყიდა, მათგან 550 ელექტრო. ეს ციფრი, 2022 წელს გაყიდულ ახალ ელექტრომობილებთან შედარებით, 37%-ით მეტია. მართალია, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო სურათზე საკმაოდ მცირეა, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა, რაც ძირითადად კერძო ბიზნესის აქტიურობას უკავშირდება.

2024 წელს ამ მონაცემების 180%-იან ზრდას ველოდებით. პარალელურად, ვზრუნავთ ეკოსისტემის განვითარებაზე და ვცდილობთ, მომხმარებელს ელექტრომობილის ფლობის სრული კომფორტი შევუქმნათ. როგორც იცით, Tegeta ერთადერთი კერძო კომპანიაა საავტომობილო სექტორში, რომელმაც ქვეყანაში დასამუხტი სადგურების ქსელის მოწყობა-გაფართოების ვალდებულება აიღო. ეს პროცესი წლების წინათ დავიწყეთ, 2023-დან კიდევ უფრო მასშტაბური სახე მივეცით და წლის ბოლომდე დედაქალაქსა და რეგიონებში 150 დამტენის მონტაჟს ვგეგმავთ“.

იმ ქვეყნებში, სადაც საგადასახადო პოლიტიკა ელექტრიფიცირების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, ელექტრომობილების წარმოებაც უფრო ინტენსიურია. ამას ემატება შეღავათები ეკომეგობრული ტრანსპორტის მფლობელებისათვის. 

ელექტრომიმართულების პოპულარიზაციისთვის გარკვეული გადაწყვეტილებები საქართველოშიც მიიღეს, მათ შორის არის განბაჟების განსხვავებული გადასახადი და უფასო პარკირება. ჩამონათვალი ამ ეტაპზე დიდი არ არის. 

თუმცა გაცილებით შთამბეჭდავია ის უპირატესობები, რაც ელექტრომობილს შიგაწვის ძრავიანი ავტომანქანისაგან განასხვავებს. ელექტრომოდელის ფლობა ბევრად მოგებიანია, თანაც რამდენიმე მიზეზით: ერთი მხრივ, იზოგება საწვავი, რაც ნაკლებ ფინანსურ ხარჯს ნიშნავს, ხოლო მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, ხელს უწყობს სუფთა გარემოს შენარჩუნებას. 

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ქარსის“ დირექტორი:„გასათვალისწინებელია ისიც, რომელექტრომობილს, ტრადიციულ ავტომობილთან შედარებით, ნაკლები ნაწილი აქვს, შესაბამისად, ინტენსიურ სერვისს არ საჭიროებს. თუმცა, ბუნებრივია, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაყიდვების შემდგომი სრული და მაღალხარისხიანი მომსახურება მიიღოს. 

„თეგეტა ჰოლდინგსა“ და Tegeta Cars-ს ჰყავს კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც აქვს შესაბამისი სპეციალიზებული ცოდნა, პერიოდულად გადის გადამზადების კურსს და კონცენტრირებულია უშუალოდ ელექტრომობილზე. 

თანამედროვე სტანდარტების შოურუმები, ენერგოეფექტური შენობები, დასამუხტი სადგურები და სათანადოდ მომზადებული გუნდი - ესენია მთავარი კრიტერიუმები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი მსოფლიო ავტომწარმოებლები ითხოვენ და რომელთაც Tegeta Cars სრულად აკმაყოფილებს და,შესაბამისად, იღებს უფლებას, მათ სამოდელო რიგში არსებული ელექტრომობილები ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს. ამის შესაძლებლობა ყველა დილერს არ აქვს“.

უსაფრთხოებითა და ეკომეგობრულობით გამორჩეული Volvo, გერმანული ავტოგიგანტი Porsche, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შექმნა პირველი ელექტრომობილი, - ამ პრემიუმ ბრენდებთან ერთად, Tegeta Cars მომხმარებელს შედარებით ბიუჯეტური მწარმოებლების ელექტრიფიცირებულ ვერსიებსაც სთავაზობს. ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული Tegeta Cars-ის შვილობილი კომპანია Auto Gallery, რომლის პორტფელიც მრავალფეროვანია და, პრემიუმთან ერთად, შედარებით დაბალი საფასო სეგმენტის ავტომობილებსაც მოიცავს. 

სიახლე იყო ქართული ბაზრისთვის ჩინეთის საუკეთესო საავტომობილო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის GEELY-ს შემოყვანა. რამდენიმე თვის წინ დაწყებული ექსკლუზიური თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და Tegeta Carsმომხმარებელს დღეს უკვე GEELY-ს ელექტრომობილებსაც სთავაზობს, სხვა მოდელებთან ერთად. 

ამერიკული ფინანსური გიგანტის „გოლდმან საქსის“ კვლევით 2035-2040 წლებისათვის  საერთაშორისო მასშტაბით გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრული იქნება. თუმცა მსოფლიო რუკაზე პროცენტული მაჩვენებლები განსხვავებულად ნაწილდება: პირველ ადგილზე ევროკავშირია, მცირედით ჩამორჩება მას ამერიკის შეერთებული შტატები და ბოლოს ჩინეთია ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზრით. 

„სახელმწიფოს მხრიდან ელექტრომობილების წარმოების სუბსიდირებამ ჩინეთში ასობით კომპანია გააჩინა. თუმცა დიდმა ნაწილმა ევროპული და ამერიკული ბაზრების მოთხოვნები და უსაფრთხოების სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა. 

ელექტრომობილების ძირითადი ბირთვი ბატარეაა. დღემდე მათი დიდი ნაწილი ჩინეთში იწარმოება, თუმცა უსაფრთხო ელექტრომოდელის შესაქმნელად ეს საკმარისი არ არის. საჭიროა დიდი ინჟინრული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც, მაგალითად, ევროპელი და ამერიკელი მწარმოებლები წლებია აგროვებენ. 

ამიტომაც ყოველი ახალი პარტნიორის შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით და ვიწყებთ თანამშრომლობას ისეთ ბრენდებთან, რომლებსაც მაღალკვალიფიციური ინჟინრები ჰყავთ და ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს“, -პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი.

ამ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს Geely Holding-ში შემავალი ბრენდი ZEEKR. სულ ცოტა ხნის წინ Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის კიდევ ერთი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის, ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ჩინური პრემიუმ ბრენდთან, რომელიც მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს, სადილერო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ZEEKR 001 და ZEEKR X - პირველი მოდელებია, რომელთა შეძენაც მომხმარებელს ივნისიდან შეეძლება.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“  შემავალი კომპანია Tegeta Cars  ბაზარზე  2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტო სფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე.  განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტო ტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, „თეგეტა ქარსი“ არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები