1 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ექსპორტის საკითხებში „თეგეტა ჰოლდინგს“ ეწვია

„თეგეტა ჰოლდინგმა“  გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ექსპორტის საკითხებში, ლორდ მალკომ ოფორდს უმასპინძლა. მინისტრმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონთან ერთად, ბრიტანული ბრენდის JCB-ს ქართული წარმომადგენლობა დაათვალიერა.  „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდს კავკასიის რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს. 

„თეგეტა ჰოლდინგის“  წარმომადგენლებმა სტუმრებს JCB-ს შოურუმი, სერვისცენტრი და ტექნიკა დაათვალიერებინეს. ასევე საქმიან შეხვედრაზე განიხილეს „თეგეტასა“ და JCB თანამშრომლობის გამოცდილება  და მომავალში წარმომადგენლობის გაფართოების პერსპექტივები.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მაღალი რანგის სტუმრებს ვუმასპინძლეთ. ბრიტანულ ბრენდ JCB-ს წლებია, საქართველოსა და რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ. საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან ექსპორტის საკითხებში, სწორედ თეგეტასა და JCB-ს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ის შედეგები, რაც 2007 წლიდან ბრიტანული ბრენდის საქართველოსა და რეგიონის წარმომადგენლობებში მივაღწიეთ. შეხვედრაზე აქცენტი რეგიონულ გაფართოებასა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა“.

ლორდ მალკომ ოფორდი საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის მიზანიცაღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბრიტანული ბრენდების ექსპორტიორი კომპანიების მონახულება და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა. 

„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდის JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ბაქოში, JCB-ს მულტიფუნქციური ცენტრი „თეგეტამ“ გასულ წელს გახსნა. სომხეთის დედაქალაქში კი მასშტაბური სადილერო ერთი თვის წინ გაიხსნა. ახალი ცენტრები „თეგეტას“ და JCB-ს სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და ჯამში ორმილიონზე მეტი დოლარის ინვესტიციაგანხორციელდა.

JCB ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ლიდერი ბრენდია, რომელსაც წარმოების 75-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო და სპეცტექნიკას გაყიდვის შემდგომი სრული მომსახურებით.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს:Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...