2 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ინფორმაცია ქვეყნის რეგიონებში ჩატარებული ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა. შს მინისტრს შტაბის წევრებმა ქვეყნის რეგიონებში ჩატარებული ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

გიორგი მღებრიშვილმა ხანძრის თითოეულ კერაზე ცეცხლის ქრობის გეგმა განიხილა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებს, ხანძრის უმოკლეს დროში ეფექტური ლიკვიდირების მიზნით, ახალი დავალებები მისცა.

მღებრიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდის ტყეში ხანძარი, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, რჩება მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, რამდენიმე დღის განმავლობაში განახორციელებენ.

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში უკვე დაფიქსირდა ხანძრის კერების ლოკალიზება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აგრძელებს. მეხანძრე-მაშველთა წყლით უზრუნველყოფა მთის ფერდობზე დამონტაჟებული ხელოვნური ავზების საშუალებით ხდება.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა.

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში შსს-ს 400-მდე თანამშრომელია ჩართული. ცეცხლის უმოკლეს დროში ეფექტურად ქრობის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, დილიდან ხანძრის კერასთან მუშაობს შსს-ს ვერტმფრენი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები