0 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ინნ დეველოპმენტი” ორ საცხოვრებელ კომპლექს აშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით “ინნ დეველოპმენტი” ორ საცხოვრებელ ბინას დიღომში აშენებს, რომლის ფართობიც 33 000 კვ.მ.-ია. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 10 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძლებთ ახალი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რომელიც ორ, 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გულისხმობს. კომპლექსი, როგორც საცხოვრებელ ფართს, ასევე სპორტულ მოედანს, პარკინგს, კომერციულ და გამწვანებულ სივრცეებს მოიცავს. რაც მთავარია, ჩვენი საცხოვრებელი სახლები ენერგოეფექტურია და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება. ეს არის “ინნ დეველოპმენტისა” და საქართველოს ბანკის პირველი ერთობლივი პროექტი. სამომავლოდაც მათთან თანამშრომლობას და ამავე მიწაზე ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას ვგეგმავთ“, - განაცხადა “ინნ დეველოპმენტის” წარმომადგენელმა, თამარ კანთელაძემ.

 

“საქართველოს ბანკის ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, “ინნ დეველოპმენტთან” ერთად განვახორციელოთ პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროექტია. ეს კი ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კომპანია პროექტის ფარგლებში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დასაქმდება 100 ადამიანი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას და ბიზნესის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...