0 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძება TAF-ი ორ წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

ორ წლიანი პაუზის შემდეგ, TAF-ი, რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით ბრუნდება და ექსპოჯორჯიას სივრცეში კიდევ ერთხელ შეკრებს ხელოვანებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლეცქიონერებს.

22 სექტემბერს 17:00-დან თბილისის საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობა ფართო აუდიტორიისთვის გაიხსნება, რომელიც 4 დღის განმავლობაში  დამთვალიერებელს სხვადასხვა საინტერესო სანახაობას ჰპირდება.

 

გამოფენის სამუშაო საათები:

22 სექტემბერი- 17:00-21:00

23-25 სექტემბერი 12:00-20:00

 

#taf-ის პროგრამა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, ვორქშოპებს, საუბრებს, მასტერკლასებსა და სხვა ტიპის აქტივობებსაც მოიცავს.

 

ტაფის პარტნიორები არიან: თიბისი კონცეპტი, კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარა ჯგუფი, კაპაროლი, ვაზისუბნის მამულის ღვინო, სასტუმრო მოქსი, ამერიკის საელჩო საქართველოში.

4 დღის განმავლობაში ექსპოჯორჯიაში თქვენ დაგხვდებათ, 30-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა, 40-მდე დამოუკიდებელი ხელოვანი HIVE-ის სივრცეში,

3-4-5-6 პავილიონებსა და ორანჟერეაში ბევრი ისეთი საინტერესო პროექტი, როგორიც არის:

-ესპანეთის Valid Photo Gallery-სთან თანამშრომლობით, TAF სახელგანთქმული იაპონელი ფოტოგრაფის, მასაო იამამოტოს ფართომასშტაბიან გამოფენას გეგმავს. გამოფენის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ავტორის A Box of Ku, Nakazora, Kawa და ახალი, La Vie სერიებიდან 80 ფოტოს დათვალიერება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ფოტოგრაფი იამამოტო, ცნობილია მცირე ზომის, თუმცა შინაარსობრივად დატვირთული ფოტო-პრინტებით.

-თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტთან თანამშრომლობით, TAF წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გამოფენას. თავისუფალი უნივერსიტეტი დამოუკიდებელი უმაღლესი განათლების ინსტიტუციაა, რომელიც არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაციის, ცოდნის ფონდის მიერაა დაარსებული. ვიზუალური ხელოვნების პროგრამების ბაკალავრები ფართო ცოდნას ფლობენ ხელოვნებასა და დიზაინში, განსაკუთრებით კი ფერწერის, კომუნიკაციებისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. გამოფენის VAADSFREUNI Presents კურატორი სკოლის დეკანი, ირენა პოპიაშვილია.

 

-QGallery ბაქოდან  2019 წელს, წელს, გალერეა გამოფენს 6 კარგად დაფუძნებული და ახალბედა ხელოვანების ნამუშევრებს ქანდაკების, ვიდეო არტის, კოლაჟის, ინსტალაციის, ფერწერისა და ნაპოვნი ობიექტების სახით. გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები არიან: რაშად ალაბაროვი, მირალი სეიდოვი, ბუტუნაი ჰაგვარდიევი, ელიარ ალიმიროევი, ელენა ჰაგვარდიევა და კანან ალიევი.

 

-პირველი კოლაბორაციისთვის, TAF და ვიდეონალე, წარადგენენ პროგრამას შვიდი საერთაშორისო ხელოვანის მონაწილებით. პროგრამა მიესალმება კრიზისის მიზეზ-შედეგობრიობაზე კრიტიკულ შეფასებასა და წარმოდგენებს – როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. პროგრამა წარადგენს ვიქტორ ბრიმის, ზანი ბეგის & ოლივერ რესლერის, მაჰდი ფაიფელის, სტეფანი ლეგარდის, ჩანგ-ჯინ ლის, მონირა ალ ქადირისა და კონი უოლშის ნამუშევრებს. ვიდეონალე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო და timebased ხელოვნების ფესტივალია ევროპაში

-TAF TALKS არის ადგილი, სადაც ხელოვნების სამყაროს პროფესიონალებს შეეძლებათ შეხვდნენ დამთვალიერებელს, გამართონ დისკუსიები. გარდა ხელოვანებსა და კურატორებს შორის აზრების გაცვლისა და TAFF 2022-ზე გამოფენილი ნამუშევრები განხილვისა, პლატფორმა ასევე მიეძღვნება ომის დროს ხელოვნების კეთების და კურირების სირთულეებსა და გამოწვევებზე საუბარს; მაშინ, როცა ბევრ ხელოვანს საკუთარი სახლის დატოვება და მუშაობა სახლიდან შორს, მათთვის უცხო გარემოში მოუწია. TAF ასევე დროს დაუთმობს დისკუსიას NFT-ს თემაზე და იმ ცვლილებებზე, რომელიც შესაძლოა ამ უკანასკნელმა ხელოვნების სფეროში, გაყიდვების და გავცრცელების მხრივ გამოიწვიოს. ეს თემები განხილულ იქნება ხელოვანების, კურატორებისა და მწერლების მიერ როგორც საქართველოდან, ისე აშშ-დან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, უკრაინიდან და სხვა.

TAF-ზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: tkt.ge

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...