2 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Euromoney-მ „გალტ & თაგარტი“ საქართველოში 2022 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney “გალტ & თაგარტი“ საქართველოში 2022 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

 

“Euromoney Awards for Excellence” ჯილდოს მოსაპოვებლად ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდნენ მონაწილეობას, გამარჯვებულებს შორის კი ისეთი მსხვილი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა: Bank of America, Goldman Sachs, Citi და სხვ.

 

გადაწყვეტილების მისაღებად, Euromoney-ს რედაქტორებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ბაზრის კვლევა აწარმოეს, რათა ის ფინანსური ინსტიტუტები შეერჩიათ, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ საუკეთესო სერვისების მიწოდებას ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში.

 

„მოხარული ვართ, რომ Euromoney-მ „გალტ & თაგარტი“ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. Euromoney-მ ეს აღიარება „გალტ & თაგარტს“ გასული წლის ფარგლებში დანერგილი სიახლეებისა და განხორციელებული პროექტების საფუძველზე მიანიჭა. მათ შორის, ისეთი ინიციატივების, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც EBRD-თან და EU-სთან ერთად ვახორციელებთ;  ყველაზე მსხვილი M&A გარიგება უძრავი ქონების სექტორში; ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების 60%-ზე მეტის განთავსება;

საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით ინვესტირების სრულიად ახალი გამოცდილების შექმნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10,000-ზე მეტი ახალი ინვესტორი შეემატა - მათ უკვე მობილბანკიდან, სწრაფად და კომფორტულად შეუძლიათ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები გახდნენ, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ.   მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და თითოეულ მომხმარებელს, იმისთვის რომ ქმნიან საქართველოში საუკეტესო საინვესტიციო ბანკს. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს მმართველმა დირექტორმა.

 

ჯილდოს შესახებ:

Euromoney Awards for Excellence 1992 წელს დაარსდა და პირველი ჯილდოა გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს Euromoney-მ ბანკებისგან რეკორდული რაოდენობის აპლიკაციები მიიღო 50-ზე მეტი რეგიონული და 100 ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ბანკის ჯილდოს კატეგორიაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...