2 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება

Tbilisi Open Air იწყება!

თიბისის მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air გაიმართება.

 

Tbilisi Open Air 2022-ის  ჰედლაინერი  ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი Alt-J იქნება, რომლის მთავარი წარმდგენი თიბისია. ჰედლაინერები ასევე არიან ამერიკული დრიმ პოპ ბენდი Cigarettes After Sex და ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, MokuMoku, Konoba. ღონისძიებაში სულ 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

 

2022 წელს თიბისის არსებობის 30 წელი შეუსრულდა. თიბისი 30-ის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულება ახალი თაობის მხარდაჭერაა. თიბისი ზრუნავს ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობაზე. ის უკვე არაერთი წელია მხარს უჭერს Tbilisi Open Air-ს და ფესტივალთან ერთად წარმატებულ, ფერად დღესასწაულს ქმნის. თიბისისთვის მნიშვნელოვანია მუსიკალური კულტურის განვითარება და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება Tbilisi Open Air-თან  13 წლიანი მეგობრობაც.

 

Tbilisi Open Air 2022  ტრადიციულად ლისის საოცრებათა ქვეყანაში გელოდებათ. წელს, ყველასთვის საყვარელ ფესტივალზე მისასვლელად, 24, 25 და 26 ივნისს 14:00 საათიდან მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან ფესტივალის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. მიკროავტობუსი გაჩერდება ფესტივალის მთავარ შესასვლელთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკით გეითებთან მოხვდებით. ეს ერთადერთი გზაა ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელად.  ბოლო მიკროავტობუსი მეტრო უნივერსიტეტიდან გადის ღამის 01:00 საათზე, უფასო ტრანსპორტის მოძრაობა ფესტივალის ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით წყდება ღამის 02:00 საათზე.

 

შემოუერთდი ფესტივალს ადრე!  მოდი ფეხით ან ველოსიპედით! განტვირთე მოძრაობა, იზრუნე სხვებზე და მიიღე სიამოვნება საყვარელი არტისტების შესრულებით.

 

Tbilisi Open Air 2022 ელოდება თითოეულ თქვენგანს!

 

მარშრუტის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.facebook.com/tbilisiopenair/posts/pfbid0Dx1Fj2w8st8Wrvw3yjKiEvUh2dxcsgKuiNwaAiZqD8FWRVbDqLeLy84pHqCR5xWxl

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...