0 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Tbilisi Newcomer 2022 ცნობილია

Tbilisi Newcomer 2022 მემე ჟორდანია გახდა. მემე ბენდთნ ერთად Tbilisi Open Air-ზე ფესტივალის პირველ დღეს, 24 ივნისს დაუკრავს. Tbilisi Open Air-ის Singer Stage-ზე დაუკრავს Newcomers-ის 2 ფინალისტი - ‘პელარგონია’ და ‘პროცესი’.

 

Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას. ეხმარება ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, ხოლო გამოცდილ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, პუბლიკას წარმოუდგინონ თავიანთი ახალი ნამუშევრები.

 

თიბისი დგას ახალი თაობის გვერდით და აქტიურად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. ის ახალი თაობისთვის შექმნილი მრავალი პროექტის მხარდამჭერი და იდეის ავტორია. თიბისისთვის მნიშვნელოვანია კულტურის განვითარება და წინსვლა. სწორედ ამიტომ, თიბისი კვლავ, Tbilisi Open Air 2022-ის მთავარი პარტნიორია.

 

2022 წელს Newcomers-ის ფინალისტებიდან რჩეული პროექტები გამოავლინა ROKVA Festival-მაც - ‘პროცესი’ ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს,  Ly Sas - ღამის სცენაზე.

 

Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს თანამშრომლობის მიზანია, რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას გავაცნოთ პერსპექტიული მუსიკოსები და დავეხმაროთ პროექტებს თავის დამკვიდრებაში.

 

ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ემსახურება. დაჯილდოება ფესტივალის ორგანიზატორებმა 13 წლის წინ შექმნეს.

 

Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ LOUDspeakers, 4D Monster Lobsters, Lua, Bedford Falls, Mellow, Greenbeam & Leon…  Tbilisi Open Air 24, 25-26 ივნისს, უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...