0 5 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში, 12 აპრილს, თბილისში, იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ასევე, იმ ქალაქების მერები და პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე იყვნენ ან მომავალში იქნებიან იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები.

ღონისძიება წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის მიერ, 2001 წლის შემდეგ გავლილი გზის, მიღებული შედეგებისა და სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმობა. ქალაქების წარმომადგნლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და გამოწვევების გადალახვის მეთოდებს გაუზიარებენ.

იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბოლო აქტივობა იქნება. მიმდინარე წლის 23 აპრილს, ამ სტატუსს მექსიკის დედაქალაქი გვადალახარა გადაიბარებს, 2023 წელს კი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი განას დედაქალაქი, აკრა იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ, ქსელი, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მიღების მსურველ ქალაქებს, არა მხოლოდ წარსადგენი აპლიკაციის მომზადებაში დაეხმარება, არამედ თავად პროექტის განხორციელებისასაც გაუწევს კონსულტაციას. ასევე, ქსელი ქალაქებს, პროცესში გრძელვადიანი ჩართულობის საშუალებას მისცემს, რაც პროექტის მთავარ გზავნილს – წიგნისა და წიგნიერების განვითარების პროცესს, უფრო გაამყარებს.

იუნესკოს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან, დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 23 ქალაქი ატარებდა. თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მსგავსი ტიპის ძირეული რეფორმა არ განხორციელებულა.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...