0 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის თიბისი BARTA 2021-ის გამარჯვებული გახდა

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, BARTA 2021 წლის გამარჯვებული კომპანიები უკვე ცნობილია.

თიბისიმ BARTA-ს ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის მიიღო.

პროექტი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი 

პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ

ფონდთან პარტნიორობით სამი წლის წინ შეიქმნა. არასაფინანსო ანგარიშგებისთვის დაწესებულ ჯილდოსთან ერთად წლევანდელი

BARTA მდგრადი განვითარების ანგარიშგების შემუშავებას ემსახურება და  ახალი ჯილდო - მდგრადი განვითარების საუკეთესო 

ანგარიშისთვის დააწესა, გლობალური ტენდენციების აღნიშვნის მიზნით. წელს თითოეულ კატეგორიას, კერძოდ, მსხვილი 

საფინანსო ინსტიტუტების, მსხვილი არასაფინანსო ორგანიზაციების და მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორიებს საპატიო 

ჯილდოებიც დაემატა.


დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე 18 ნომინანტი კომპანია იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე

 მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების

მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა: ბრენდი, რეპუტაცია მომხმარებელთა შორის, „ნოუ-ჰაუ“ და კეთილი ნება, რომლებიც კორპორაციულ ღირებულებას ქმნის.

BARTA -ს გადაცემის პირველი ცერემონია 2019 წლის დეკემბერში  ჩატარდა. აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ 

წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების 

საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო

 დონეზე

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://barta.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...